6 ოქტომბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის
წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ 17 ოქტომბრის დასაქმების
ფორუმისთვის მოსამზადებლად.
შეხვედრაზე სპეციალისტები სტუდენტებს
შესთავაზებენ მოკლე ტრენინგს CV-სა და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტების
მოსამზადებლად დამსაქმებელთან ინტერვიუზე თავის უკეთ წარსადგენად.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია
დასაქმების
ფორუმი გაიმართება 17 ოქტომბერს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ (თავისუფლების
მოედანი 4), დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ
სარეგისტრაციო ფორმა.