2020-08-24
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის შემოდგომის ნაკადზე რეგისტრაცია იწყება!
სტუდენტთა საყურადღებოდ!!!
იწყება სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2020 წლის შემოდგომის ნაკადის რეგისტრაცია. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა,
2020 წლის 24 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით
სამუშაო დღეებში 11:00 სთ-
დან - 16:00-მდე
,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრში გაიაროს რეგისტრაცია და განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად.
(უნივერსიტეტში წინასწარი რეგისტრაციის გავლა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის სავალდებულოა)
სტაჟირების პროგრამაზე რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე stajireba.gov.ge კი დაიწყება 2020 წლის
1 ოქტომბრის შემდეგ.
უნივერსიტეტში თანხმობის ფორმის შევსებით
თქვენ ადსტურებთ თანხმობას
პერსონალურ მანაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მიზნებისათვის
პერსონალური მონაცემები, კერძოდ პირადი ნომერი, სახელი, გვარი, საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, უმაღლესი განათლების მიმართულება- დეტალური სფერო, აკადემიური მოსწრება GPA ან/და შეფასების საშუალო არითმეტიკულის შესახებ ინფორმაცია გადაეცეს საჯარო სამსახურის ბიუროს.
ახალი კორონა ვირუსის (Covid-19) გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სტაჟირების სახლმწიფო პროგრამის გაზაფხულის ნაკადზე მიღება ვერ განხორციელდა. თუმცა, სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს გადაწყვეტილებით, იმ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებმაც უკვე გამოხატეს თანხმობა, შეუნარჩუნდათ უფლება მიიღონ მონაწილეობა უკვე შემოდგომის ნაკადში და გაიარონ ა
ქტივაცია, რეგისტრაცია და აირჩიონ სტაჟირების ვაკანსია. (24 აგვისტოდან 24 სექტებრის ჩათვლით უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრში შეავსონ თანხმობის ფორმა)
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს: ტელ: 2197755
თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი
career@tsu.ge, 032 2 25-04-84 (შიდა ნომერი 1462) 577 - 50-86-03; 568- 34-35-13; თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილ.ჭავჭავაძის #1თსუ პირველი კორპუსი)
თანხმობის ფორმა
(ივსება უნივერსიტეტში სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრში)
« იხ. ყველა სიახლე