ბეჭდვა |/ დახურვა |
იწყება სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2018 წლის გაზაფხულის ნაკადი!
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის პირობები:
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ზემოსხსენებული აკადემიური მოსწრებით და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ.
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: http://www.stajireba.gov.ge/
თსუ-ს სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა (თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებს) აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 2018 წლის პირველი მარტიდან 30 მარტის ჩათვლით, უნდა მომართოთ თსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრს და განაცხადოთ წერილობითი თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად.
მისამართი: თსუ, II კორპუსი (ჭავჭავაძის 3), ოთახი #103; ტელ: 2 294565 ელ. მისამართი; career@tsu.ge
მობრძანდით მოცემული გრაფიკის მიხედვით:
ორშაბათი, სამშაბათი: 10:00 – 13:00 საათი, ხუთშაბათი, პარასკევი: 14:00 - 17:30 საათი