2017-01-12

შეხვედრა ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებთან

12 იანვარს, 15:00 საათზე, თსუ-ს მე-10 (მაღლივ) კორპუსში, უდიტორია #205 (უნივერსიტეტის ქუჩა #2) ს.ს. ლიბერთი ბანკი გამართავს ღია კარის დღეს, სადაც დაინტერესებულ სტუდენტებს წარუდგენენ პრეზენტაციას ბანკში არსებული სტაჟირების პროგრამისა და შემდგომი დასაქმების შესახებ.

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი სამუშაოდ იწვევს წარმატებულ სტუდენტებს და ახალ კურსდამთავრებულებს, რომლებიც კარიერის საწყის ეტაპზე იმყოფებიან. სტაჟირების ძირითადი მიზანი ლიბერთი ბანკის ერთგული და ლოიალური კადრების მოძიება და დასაქმებაა. სტაჟირება წარმოადგენს ლიბერთი ბანკში დასაქმების პირველ ეტაპს.

ლიბერთი ბანკი გთავაზობთ, გაიაროთ სამ თვიანი სტაჟირების პროგრამა სერვის კონსულტანტის/სტაჟიორის არაანაზღაურებად პოზიციაზე ბანკის სხვადასხვა ფილიალებსა და სერვის ცენტრებში. სტაჟიორზე დაკისრებული მოვალეობების მაღალ დონეზე შესრულება კი, საშუალებას მოგცემთ წარმატებით განაგრძოთ კარიერა ბანკში.

შეხვედრაზე ბანკის წარმომადგენლები დეტალურად გაგაცნობენ სტაჟირების პროგრამას, იქვე გექნებათ საშუალება გაესაუბროთ მათ და შეავსოთ განაცხადი.


Print

« იხ. ყველა სიახლე