2020-02-19
იწყება სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2020 წლის გაზაფხულის ნაკადის ელექტრონული (online) რეგისტრაცია.
სტუდენტთა საყურადღებოდ!!!
იწყება სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2020 წლის გაზაფხულის ნაკადის რეგისტრაცია. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა,
2020 წლის 20
თებერვლიდან
14
აპრილის
ჩათვლით, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაიაროს რეგისტრაცია და განაცხადოს თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად.
(უნივერსიტეტში წინასწარი რეგისტრაციის გავლა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის სავალდებულოა)
სტაჟირების პროგრამაზე რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე stajireba.gov.ge კი დაიწყება 2020 წლის
14 მაისის შემდეგ.
შექმნილი მდომარეობიდან გამომდინარე თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს
ელექტრონულ (
online)
რეგისტრაციის გავლას, რაც გულისხმობს სარეგისტრაციო ფორმის შევსებას და
იმ უჯრის მონიშვნას,
რომლითაც თქვენ ადსტურებთ თანხმობას
პერსონალურ მანაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მიზნებისათვის
პერსონალური მონაცემები, კერძოდ პირადი ნომერი, სახელი, გვარი, საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, უმაღლესი განათლების მიმართულება- დეტალური სფერო, აკადემიური მოსწრება GPA ან/და შეფასების საშუალო არითმეტიკულის შესახებ ინფორმაცია გადაეცეს საჯარო სამსახურის ბიუროს.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს: ტელ: 2197755
თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი
career@tsu.ge, 032 2 25-04-84 (შიდა ნომერი 1462) 577 - 50-86-03; 568- 34-35-13; თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილ.ჭავჭავაძის #1თსუ პირველი კორპუსი)
« იხ. ყველა სიახლე