2020-02-18

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურული ერთეული - სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, აცხადებს ვაკანსიას სააგენტოს უფროსის თანაშემწის პოზიციაზე.

საქართველოს ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურული ერთეული - სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, აცხადებს ვაკანსიას სააგენტოს უფროსის თანაშემწის პოზიციაზე.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში, სააგენტო ზედამხედველობას ახორციელებს ბაზარზე განთავსებულ არასასურსათო პროდუქტებზე. საქმიანობის ფარგლებში, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო შეაფასებს ბაზარზე განთავსებული ისეთი პროდუქტების შესაბამისობას კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, როგორებიცაა სამშენებლო პროდუქტები, სათამაშოები, მანქანა-დანადგარები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და სხვა სამომხმარებლო თუ ინდუსტრიული პროდუქტები.
ძირითადი უნარები: 
• ანალიტიკური აზროვნება;
• ინგლისური ენის C-1 დონეზე ცოდნა. 
დონის დამადასტურებელი სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში კონკურსში მონაწილეები გაივლიან ტესტირებას
პოზიციაზე განიხილებიან როგორც დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები, ასევე კურსდამთავრებულები.
ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესებულმა პირებმა 25 თებერვილის ჩათვლით გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე career@tsu.ge - subject-ში მიუთითეთ უფროსის თანაშემწე.

არსებობის შემთხვევაში CV -ის თან დაურთეთ C1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი
Print

« იხ. ყველა სიახლე