ვაჟთა ვოკალური ანსამბლი “ უნივერსიტეტი”

DSC0511

ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "უნივერსიტეტი"

ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "უნივერსიტეტი" წარმატებით აგრძელებს ანსამბლ უნივერსიტეტის (დღეს "ქართული ხმები") ტრადიციებს. ანსამბლი შედგება 12 მომღერლისაგან. ხელმძღვანელი – გამოჩენილი ლოტბარი, ანსამბლ "ქართული ხმები"-ს სოლისტი ვ. დოლიძე. ანსამბლი მონაწილეობს როგორც საუნივერსიტეტო ღონისძიებებში, ასევე საქართველოს მასშტაბით გამართულ ყველა ფოლკლორულ ღონისძიებაში.
ანსამბლის რეპერტუარშია საქართველოს ყველა კუთხის ხალხური სიმღერები. ანსამბლი ინტენსიურად მუშაობს ძველი ქართული სიმღერების მოძიებასა და მის დამუშავებაზე, მაგრამ მის რეპერტუარში არის თანამედროვე კომპოზიტორთა სიმღერებიც.
ანსამბლი "უნივერსიტეტი" თავისი მრავალფეროვანი შემოქმედებით ალამაზებს და ღირსეულად წარმოაჩენს უნივერსიტეტის სტუდენტურ ხელოვნებას, რაც ფრიად საამაყოა ჩვენი უნივერსიტეტისათვის.