2017-05-29
24-27 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა და ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლებმა, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიწვევით, ერევანში გამართეს ღონისძიებები, საქართველოს დამოუკიდებლობის 26 წლისა და სომხეთ საქართველოს 25 წლის თავის იუბილესთან დაკავშირებით.
25-26 მაისს გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის წევრების მიღება სომხეთში საქართველოს საელჩოში.
25 მაისს, ერევნის სახელმწიფო თეატრში გაიმართა გალა კ
ონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლებმა.
26 მაისს, ერევანში, სასტუმრო მარიოტში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც სომხური და ქართული მხარის გარდა ესწრებოდნენ სომხეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ნაჩვენები იქნა თსუ-ის ანსამბლების მიერ წარმოდგენილი პერფორმანსი.
« იხ. ყველა სიახლე