2017-02-19
ა.წ. 19 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის თანადგომით მაღლივი კორპუსის (უნივერსიტეტის ქ. #2) სატრენაჟორო დარბაზში გაიმართა საქართველოს 2017 წლის ღია ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში, ძალისმიერ ორჭიდსა და ცალკეულ მოძრაობებში, სადაც 15 გუნდის 150-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა. საქართველოს გუნდებთან ერთად მონაწილეობდა ირანის ეროვნული ნაკრები.
ნომინაციაში „სტუდენტები“ გაიმარჯვა ივან
ე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, მთავარი მწვრთნელი ზურაბ ჭავჭანიძე.
ოქროს მედლები მოიპოვეს:
ქალებს შორის მაია ბურნაძემ (ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, მე-2 კურსი) – 67,5 კგ-მდე კატეგორია;
ვაჟებს შორის:
1. გრიგოლ თანიაშვილმა (ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, მე-4 კურსი) – 90 კგ-მდე კატეგორია;
2. დავით ძიძიკაშვილმა (ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, მე-2 კურსი) – 100 კგ-მდე კატეგორია;
3. ლუკა გაბუნიამ ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, მე-2 კურსი) – 110 კგ-მდე კატეგორია, მან გადააჭარბა სპორტის ოსტატის ნორმატივს 25 კგ-ით, სამჭიდის ჯამში მოაგროვა 720 კგ და გახდა აბსოლუტური ჩემპიონი სტუდენტებს შორის;
შეჯიბრის მთავარი არბიტრი იყო იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ნიკო ზარანდია 2015 წლის ევროპის ჩემპიონი და 2016 წლის მსოფლიო თასის მფლობელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.
« იხ. ყველა სიახლე