2018-03-05
თსუ-ის საიუბილეო 2018 წელს, დამაჯერებელი სტარტი აიღო უნივერსიტეტის ძალისმიერ სამჭიდელთა ნაკრებმა. თბილისში 23-25 თებერვალს გამართულ ევრაზიის პირველობაზე, სადაც 8 ქვეყნის 200-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, თსუ სტუდენტებმა: გოგიტა პაპალაშვილმა, გიორგი ხარაზიშვილმა, ოთარ მარხვაშვილმა და გიორგი ბუზალაძემ, აგრეთვე თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის თანამშრომელმა თემურ შამათავამ ოქროს მედლები მოიპოვეს და ერთი მსოფლიოსა და შვიდი ევროპის რეკორდით დაასრულეს ასპარეზობა.
« იხ. ყველა სიახლე