2017-04-07
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, საქართველოს ჰიპ ჰოპის ფედერაციის მხარდაჭერით ატარებს თავისუფალი სტილის ცეკვების საჩვენებელ ღონისძიებას სტუდენტებისთვის (არამარტო), სადაც მონაწილეობას მიიღებენ საუკეთესო მოცეკვავეები საქართველოდან. დასწრება და მონაწილეობის მიღება უფასოა.
მოცეკვავეები ინდივიდუალური შოუქეისებით გვიჩვენებენ საკუთარ შესაძლებლობებს. ჩვენი მიზანია დავაინტერესოთ ადამიანები, ცეკვის ამ მიმართულებით. ეს არის ყველაზე ჯანსაღი, სპორტული, ემოციური და სანახაობრივი შოუ.
დამატებითი ინფორმაციისთვის - გადადით ბმულზე.
« იხ. ყველა სიახლე