ბეჭდვა |/ დახურვა |
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კალათბურთელთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
საკალათბურთო "ა-ლიგის" მოგებისა და "სუპერ ლიგის" ლიცენზიის მოპოვებისთვის თსუ-ჰიუნდაის კალათბურთელები, მწვრთნელები, ასევე კომპანია ჰიუნდაის წარმომადგენლები, თსუ-ის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
უნივერსიტეტის მედალი გადაეცა "ჰიუნდაი ავტო საქართველოს" პრეზიდენტს, დავით გიორგობიანს, საუნივერსიტეტო სპორტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ თსუ-ის საკალათბურთო გუნდის საქართველოს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას