2017-04-10
8 აპრილს შედგა საკალათბურთო ა-ლიგის ცენტრალური მატჩი "თსუ-ჰიუნდაისა" და მარნეულის "დელტას" შორის. შეხვედრა უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი იყო სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით. (მარნეული მხოლოდ ერთი ქულით უსწრებდა "თსუ-ჰიუნდაის").
შევხვედრა თავიდანვე თსუ-ელთა სრული უპირატესობით დაიწყო და თამაშის განმავლობაში ასევე გაგრძელდა. საბოლოოდ ძალიან ძლიერი მეტოქე და მთავარი კონკურენტი სუპერ ლიგის საგზურის მოპოვებისთვის, თსუ-ჰიუნდაიმ დამაჯერებლად (84 - 63) დაამარცხა და ქულებით გა
უთანაბრდა.
შესანიშნავი თამაში ჩაატარა თსუელთა უკანახაზელმა სანდრო სანაძემ, რომლის ანგარიშზე 25 ქულაა, როგორც ყოველთვის, გამორჩეული იყო კრისტოფერ ანდერსონი, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა (11 ქ. 13 პ.) თსუელთა ცნტრის, კრისტოფერ გაბრიელის, ანგარიშზე 15 ქულა და 9 მოხსნაა.
შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი, 12 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართავს "ტიტების" წინააღმდეგ.
« იხ. ყველა სიახლე