2017-11-27

ათლეტიზმი

თსუ-ის ათლეტიზმის დარბაზში გაიმართა 2017 წლიდან მსოფლიო თასის სერიაში შემავალი საქართველოს თასის ღია გათამაშება ძალისმიერ სამჭიდში, ორჭიდსა და ცალკეულ მოძრაობებში.
საქართველოს გუნდებთან ერთად მონაწილეობდა ირანის ისლამური რესპუბლიკის გუნდი, რომელიც განსაკუთრებით ძლიერი შემადგენლობით გამოირჩეოდა, მათ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს ქალთა შორის.
ძალისმიერ სამჭიდში, ვაჟთა შორის, შესანიშნავად იასპარეზეს თსუ-ის სტუდენტებმა. უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტის გუნდის თითოეულმა წევრმა  ოქროს მედალი მოიპოვა 
გამარჯვებულები:
ძალისმიერ სამჭიდში
სტუდენტები:
1. ლევან გოგიშვილი - 67,5 კგ წონითი კატეგორია, იუნიორი (20-23 წელი);
2. არკადი ჩაპანიანი - 67, 5 კგ წონითი კატეგორია, ღია პირველობა;
3. თორნიკე თორთლაძე 75 კგ წონითი კატეგორია, იუნიორი (20-23 წელი);
4. გიორგი ბუზალაძე 90 კგ წონითი კატეგორია, ჭაბუკი (18-19 წელი);
5. გიორგი ხარაზიშვილი 90 კგ წონითი კატეგორია, ღია პირველობა.
თანამშრომლები
6. თემურ შამათავა 82, 5 კგ წონითი კატეგორია, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის თანამშრომელი, ვეტერანი.
ძალისმიერ ორჭიდში
სტუდენტები:
1. გოგიტა პაპალაშვილი 52 კგ წონითი კატეგორია, ღია პირველობა;
2. გრიგოლ თანიაშვილი 100 კგ წონითი კატეგორია, ღია პირველობა
ამოწევაში
1. გენადი სიგუა 82,5 კგ წონითი კატეგორია, მატერიალური რესურსების დეპარტამენტი, ვეტერანი.
წოლჭიმში
1. ზურაბ ჭავჭანიძე 110 კგ წონითი კატეგორია, გუნდის მწვრთნელი, ვეტერანი;
2. ირაკლი ცხოვრებაშვილი 90 კგ წონითი კატეგორია, სპორტკლუბის წევრი ღია პირველობა
თსუ სპორტსმენებმა დაამყარეს 25 ევროპის და 4 მსოფლიო რეკორდი, რომლებიც შეტანილია ევროპისა და მსოფლიო რეკორდების ცხრილებში. დაწვრილებით იხ.: www.globalpowerliftingaliance.com/gpa_records.html
Print

« იხ. ყველა სიახლე