8-14 ივლისის ჩათვლით კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა ტრადიციული ტურნირი მინი ფეხბურთში ადმინისრაციულ ერთეულებს შორის.
მონაწილეობდნენ :
- კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი
- სტუდენტური თვითმმართველობა
- საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი
- იურიდიული ფაკულტეტი
- ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
- იურიდიული დეპარტამენტი
- მატერიალური რესურსების დეპარტამენტი
- დაცვა
ფინალური შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა საინფორმაციო დეპარტამენტსა და კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს შორის და საბოლოოდ 5-4 დასრულდა საინფორმაციო დეპარტამენტის გამარჯვებით. ამრიგად I ადგილი დაიკავა საინფორმაციო დეპარტამენტმა, ხოლო II ადგილი კულტურისა და სპორტის დეპარტამენტმა