ბეჭდვა |/ დახურვა |
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი „თსუ ჰიუნდაი“ სეზონს განახლებული შემადგენლობითა და ახალი მიზნებით იწყებს. კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დახმარებით თსუ საკალათბურთო გუნდს სამი ლეგიონერი შეემატა აშშ-ის სტუდენტური საკალათბურთო ლიგიდან.
თსუ-სა და გუნდის გენერალურ სპონსორს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.