2017-05-16

თსუ-ათლეტიზმი

5-7 მაისს, საბერძნეთში, ქალაქ ათენში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდსა და სამჭიდის ცალკეულ მოძრაობებში.GPA GPA-D ვერსიით.
სადაც მონაწილეობდა თსუ-ის ორი სტუდენტი. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან ლუკა გაბუნია და ტურიზმის საერთაშორისო სკოლიდან გიორგი დვალი.
ლუკა გაბუნიამ, რომელიც გამოდიოდა GPA-ს ვერსიით 125 კგ. წონით კატეგორიაში, მოიპოვა ორი იქროს მედალი ძალისმიერ სამჭიდსა და ორჭიდში. ორჭიდში მან დაამყარა ევროპის რეკორდი 20 წლამდელთა ასაკობრივ კატეგორიაში.  
ხოლ ო ძალისმიერ სამჭიდში შეასრულა სპორტის ოსტატის ნორმატივი და მიიღო სპორტის ოსტატის წოდება.  
გიორგი დვალმა, რომელიც გამოდიოდა GPA-D-ს ვერსიით  
(90 კგ) ასევე მოიპოვა ორი ოქროს მედალი ღია ასაკობრივ კატეგორიაში.  
შეჯიბრებაზე საქართველოს სულ 4 სპორტსმენი წარადგენდა, რომელთაც მოიპოვეს გუნდური მესამე ადგილი. რაც დიდი წარმატებაა როგორც ჩვენი უნივერსიტეტის ასევე მთელი საქართველოსთვის.


Print

« იხ. ყველა სიახლე