2017-04-05
თსუ-ჰიუნდაი - სეუ
4 აპრილს გაიმართა საკალათბურთო ა-ლიგის მორიგი ტური, სადაც "თსუ-ჰიუნდაიმ" 36 ქულიანი სხვაობით (94 - 58) დაამარცხა "სეუ". თსუ-ელთაგან გამორჩეული იყო სამხრეთ აფრიკელი ცენტრი, კრისტოფერ გაბრიელი, რომლის ანგარიშზე 19 ქულაა."თსუ-ჰიუნდაი" ტურნირის მეორე ადგილზეა და განაგრძობს ბრძოლას სუპერლიგის საგზურისთვის.
8 აპრილს ჩვენი გუნდი ტურნირის პირველადგილოსანს, მარნეულის "დელტას" დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში თსუ-ჰიუნდაი ქულებით გაუთანაბრდება დელტას და სუპერლიგაში გადასასვლელად პოზიციებს საგრძნობლად გაიმყარებს.
შეხვედრა გაიმართება 18:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში.
« იხ. ყველა სიახლე