2009-11-09
კულტურისა და სპორტის ცენტრის ინიციატივით დაწესდა ლეგენდარული კალათბურთელის ვლადიმერ (პტიცა) უგრეხელიძის თასი. თსუ 88-83 შსს
თსუ: ფანჩულიძე (8ქ, 5მ), გაფრინდაშვილი (19ქ, 5პ, 4ჩ, 5ფ), კოხრეიძე (10ქ, 6მ, 3პ), კეიდია (5ქ, 13მ), ლოსაბერიძე (2ქ), ხეცურიანი (14ქ, 6მ), დ. ბარბაქაძე (30ქ, 8მ, 4დ), კუჭავაშსს: დ. ბერიშვილი (9ქ, 6პ), ბერუაშვილი (4ქ), ლაფანაშვილი (13ქ, 4პ), ფაიქრიძე, ი. ბერიშვილი (3პ), პატარაია, აბულაძე, შერმადინი (10ქ, 9მ), ყველაშვილი (6ქ, 5მ, 5ფ), სუხიშვილი (19ქ, 13მ), ნიკოლაძე (22ქ, 3პ)
მომდევნო მატჩი ცენტრალური იყო და აქაც საინტერესო ბრძოლა ვიხილეთ. მოღონიერებული შსს მუდამ მებრძოლი თსუ–ს წინააღმდეგ. ამ მატჩში სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობამ 2 თასი დააწესა, რომლებიც ცნობილი კალათბურთელის, მსოფლიოს, ევრო პის და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ნაირგვარი მედლების მომხვეჭი ვლადიმერ „პტიცა“ უგრეხელიძის სახელობის იყო. აგვისტოში ბატონი ვლადიმერი 70 წლის შესრულდებოდა და ეს თასებიც მის იუბილესთან დაკავშირებით დაწესდა.
(გუნდის კაპიტანი საჩუქარს გადასცემს ვლადიმერ უგრეხელიძის ვაჟს)
საუკეთესო მოთამაშის პრიზი თსუ–ელმა, ამ მატჩში 30 ქულის მომხვეჭმა დავით ბარბაქაძემ მიიღო, ხოლო გამარჯვებულ სტუდენტების გუნდს ვლადიმერ უგრეხელიძის სახელობის თასი მისმა მეგობარმა და თანაგუნდელმა, თავადაც არაერთი ტიტულის მომგებმა ანტონ კაზანჯიანმა გადასცა. ვლადიმერ უგრეხელიძის ოჯახს ფულადი ჯილდოები გადასცეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა და თსუ–ს გუნდის ხელმძღვანელობამ.
თავად თამაში ძალიან დაძაბული იყო და მისი ბედი ბოლოს სტუდენტთა სასარგებლოდ გადაწყდა.
(ამონაწერი კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდიდან)
« იხ. ყველა სიახლე