2017-03-29

თსუ-ჰიუნდაი - წყალტუბო

28 მარტს გაიმართა საკალათბურთო ა-ლიგის მორიგი ტური, სადაც "თსუ ჰიუნდაიმ" გასვლით შეხვედრაში "წყალტუბო" დაამარცხა და გათამაშების ცხრილის მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

მატჩი ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მეტოქე დიდი ანგარიშით (66 - 95) დამარცხდა.
"თსუ-ჰიუნდაის" რიგებში გამორჩეული იყო ახალგაზრდა მოთამაშე, საქართველოს U21 ნაკრების წევრი სანდრო სანაძე, რომლის ანგარიშზეც 28 ქულაა.

ტურნირს 18 ქულით მარნეულის "დელტა" ლიდერობს, რომელსაც ჩვენი გუნდი მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

შემდეგ შეხვედრას "თსუ-ჰიუნდაი" 4 აპრილს, 18:00 საათზე გამართავს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში "სეუს" წინააღმდეგ.

Print

« იხ. ყველა სიახლე