მშვილდოსნობა




 

მშვილდოსნობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა გივი დავითაშვილის მიერ . უნივერსიტეტში აღიზარდა   1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადის მონაწილე (IV ადგილი ), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1973, 81), ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი (1972) და ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972, 78), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 79) და ხუთგზის მესამე პრიზიორი (1971, 72, 74, 75, 81), სსრკ თასის მფლობელი (1972, 78), სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1979), მილანის (1975, 80), ლოძის (1976), კიოლნისა (1978) და ლვოვის (1981) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული . სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი . საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1980). ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი , საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი (2002-05 . . )   ქეთევან ლოსაბერიძე .

      თსუ - მშვილდოსნობის გუნდი აგრძელებს ტრადიციებს და უნივერსიტეტის სახელით   მონაწილეობს საქართველოს ჩემპიონატებში , საქართველოს თასის გათამაშებებსა და   ევროპის ჩემპიონატებში . თსუ - სტუდენტი სპორტსმენებიდან უნდა   აღინიშნოს   სტუდენტ ებ   დავით ჭელიძე , გიორგი პოპიაშვილი და ლევან ჩიტიშვილი .

        მშვილდოსნების შერჩევა მათი შესაძლებლობების შემოწმებით ხდება , რეგისტრაციის გავლა შეუძლია უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს . გუნდის მთვარი მწვრთნელი არის FITA - I ხარისხის სერთიფიცირებული მწვრთნელი , ოლიმპიური კომიტეტის სერთიფიკატის მფლობელი დავით თევდორძე .