ალპინიზმის დასაბამად ჩვენში ითვლება გიორგი ნიკოლაძის და ალექსანდრე
დიდებულიძის ხელმძღვანელობით 1923 წლის 28 აგვისტოს და 3 სექტემბერს
განხორციელებული ასვლები მყინვარწვერზე (5043 მ) აქედან მოყოლებული,
ალპინიზმი საქართველოში არნახული სისწრაფით ვითარდება და დღეს იგი სპორტის
ეროვნულ სახეობას წარმოადგენს.
გიორგი ნიკოლაძის ექსპედიცია მყინვარწვერზე უმეტესწილად თსუ სტუდენტებით და
თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული. 8 კაციდან მწვერვალს 18 – მა
მიაღწია და მათ შორის ხუთმა ქალმა. ეს იყო რეკორდი, როგორც მასობრიობის
თვალსაზრისით, ასევე მწვერვალზე ერთდროულად 5 მანდილოსნის ასვლითაც.
საქართველოს გეოფიზიკური ობსერვატორიის პირველი სამეცნიერო ექსპედიციიდან,
რომელსაც ალექსანდრე დიდებულიძე ხელმძღვანელობდა, მწვერვალს (3 სექტემბერი)
მხოლოდ ექსპედიციის 7 წევრმა მიაღწია. მათ შორის ალექსანდრა ჯაფარიძემ.
შემდგომში ლეგენდარული მთამსვლელმა ქალმა, ალიოშა ჯაფარიძესთან ერთად
კავკასიონის მრავალი მწვერვალი დალაშქრა და ქალთაგან პირველი იყო, ვინც
მრისხანე უშბაზე (სამხრეთ მწვერვალი) პირველმა შედგა ფეხი.
ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ 1923 წლამდე ქართველი კაცი საერთოდ არ
ყოფილა მწვერვალზე. მაგ. გახა წიკლაური, რომელიც გამყოლის ფუნქციას
ასრულებდა ა. დიდებულიძის ექსპედიციაში, 1923 წლის ასვლა მყინვარწვერზე
მისთვის რიგით მე-16 იყო. იაგორ გაზალიკაშვილისთვის კი, რომელიც
გამყოლად ახლდა გ. ნიკოლაძეს 9 - ჯერ იყო ნამყოფი მყინვარწვერზე.
გვაქვს უამრავი სხვა ფაქტიც, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ უცხოელთა
ექსპედიციებს კავკასიონზე ადგილობრივი გამყოლები ახლდათ. არაერთი მათგანი
ყოფილა ჩართული მოიერიშე, ხიფათით აღსავსე ჯგუფებში.
გვაქვს უტყუარი ცნობაც იმის შესახებ, რომ ერეკლეს მეფობის დროს ვინმე იოსებ
მოხევე მღვდელი "ნებითა ხვთისა აღვიდა მყინვარის მთასა შინა, კაცთაგან
შეუვალსა"…. . . . (იოანე ბატონიშვილი, "კალმასობა".1813-1928 წ.წ.)
აქედან კი შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ქართველი კაცი - იოსებ მოხევე,
ალპების უმაღლეს …მწვერვალ `მონბლანზე~ (4810მ) ამსვლელებთან ჟაკ პალმასთან
და მიშელ პაკართან ერთად თანამედროვე ალპინიზმის ფუძემდებლად უნდა იქნას
მიჩნეული (მონბლანზე ასვლა 1786 წლის 8 აგვისტოს მიჩნეულია მსოფლიო
ალპინიზმის დასაბამად)
ისტორიულ-ლიტერატურული და ეთნოგრაფიული მასალებით დასტურდება, რომ
კავკასიელები, მათ შორის ქართველებიც, ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე იცნობდნენ
ალპინისტური ტექნიკის საფუძვლებს და იყენებდნენ კიდეც მთაში სიარულისათვის
(სამონასტრო კომპლექსი `ნაცარქედზე~ (3700მ), ბეთლემის მღვიმე
მყინვარწვერის ფრიალა კლდეზე (4100მ) საკულტო ნაგებობანი მწვერვალ ბრუტსა -
ბრძულაზე (3670მ) და მრავალი სხვა.