გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპინისტური კლუბი 1989 წელს დაფუძნდა. იგი
შეიქმნა თსუ ალპსექციის ბაზაზე, რომელიც ამ ტიპის პირველი საზოგადოებრივი
ორგანიზაცია იყო, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პოსტ-საბჭოურ
სივრცეში.
კლუბი ოფიციალურად რეგისტრირებულია ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 ივლისის დადგენილებით (რეგისტრაციის #5/$-325) და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი 20495247.
კლუბი არის იურიდიული პირი, აქვს დამოუკიდებელი მიმდინარე ანგარიში ბანკში, როგორც ლარებში,ასევე უცხოურ ვალუტაში (დოლარი),მრგვალი ბეჭედი, ემბლემა თავისი დასახელებით, შტამპიანი ტიტულიანი ქაღალდები და სხვა ატრიბუტიკა.
კლუბი სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რომელიც გააჩნიათ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საქართველოში, როგორც იურიდიულ პირებს.
მთამსვლელობის, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის, პოპულარიზაციისა და განვითარების გარდა თსუ გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპინისტური კლუბი მიზნად ისახავს: ალპინიზმისა და სამთო ტურიზმის შესაძლებლობათა ფართოდ გამოყენებას სტუდენტ-ახალგაზრდობის ზნეობრივი და ფიზიკური აღზრდის, ასევე მათი ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და განმტკიცების საქმეში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაში.
საქართველოს მაღალმთიან ზონაში არსებული მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების, მათ შორის საკულტო ნაგებობათა, მეცნიერულ შესწავლაში და მათ მოვლა-პატრონობაში კლუბის წევრთა აქტიურად ჩაბმა; საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა ძირეული პრობლემების წარმოჩინება და მათი გადაჭრის გზების ძიება, ასევე აღნიშნულ საკითხთა გადაწყვეტაში მთის რეგიონების ახალგაზრდობის ფართე მასების ჩაბმა.
კლუბს მართავს პრეზიდენტი გამგეობასთან ერთად, როგორც პრეზიდენტი გამგეობასთან ერთად,როგორც პრეზიდენტი,ასევე გამგეობა აირჩევა კლუბის წევრთა საერთო კრების მიერ 5 წლის ვადით.
კლუბის პრეზიდენტია შოთა მირიანაშვილი – საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ყოფილი სსრკ ჩემპიონატების (ალპინიზმი) მოპოვებული აქვს ოქროს,ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების (7) კომპლექტი. შ. მირიანაშვილი არის აგრეთვე საქ. მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი.
გამგეობის წევრები არიან:
1. ირაკლი ჟღენტი – ვიცე პრეზიდენტი
2. ირაკლი კორძახია
3. მირიან მირიანაშვილი
4. ვარლამ ბაძაღუა
5. ტიტე მეძმარიაშვილი
6. ლადო დანგაძე
7. გიორგი მახარაძე
8. რუსლან ახალაძე
9. დიმიტრი დანგაძე (საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი)
10. ვახტანგ ტუსკია
კლუბის მიზნები:
- ალპინიზმისა და სამთო ტურიზმის შესაძლებლობათა ფართოდ გამოყენება სტუდენტი-ახალგაზრდობის ზნეობრივი ჩამოყალიბების, ფიზიკური აღზრდის, ასევე მათი ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და განმტკიცების საქმეში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაში;
- შეაყვაროს საქართველოს ახალგაზრდობას მისი სამშობლოს განუმეორებელი ბუნება, ასწავლის მისი მოვლა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისა და ხალხის კეთილდღეობის მიზნით.
- საქართველოს მაღალმთიან ზონაში არსებული მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების, მათ შორის საკულტო ნაგებობათა მეცნიერულ შესწავლაში, სარესტავრაციო სამუშაოებში მონაწილეობა, ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობაში კლუბის წევრთა აქტიურად ჩაბმა; რაც ხელს შეუწყობს სტუდენტი ახალგაზრდობის მიერ საქართველოს ისტორიისა და უძველესი კულტურის უკეთ შესწავლასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას.
- საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური და სხვა ძირეული პრობლემების, მათ შორის იქ მცხოვრები მოსწავლე-ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას და მათი გადაჭრის გზების ძიებას. ასევე აღნიშნული საკითხების გადაწყვეტაში მთის რეგიონის ახალგაზრდობის ჩაბმას, მათი შესაძლებლობების და პოტენციალის წარმოჩინებას სამთო ტურიზმის განვითარების საქმეში.
კლუბის მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. 3. (თსუ II კორპუსი), ოთახი 156/ბ.