CALENDAR

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით თსუ აკადემიურმა საბჭომ 2007 წლის 9 ივლისს მიიღო №34 დადგენილება თსუ–ში გამოცდების ჩატარების ერთიანი წესების შესახებ. აღნიშნული დადგენილება გახდა საფუძველი თსუ საგამოცდო ცენტრის ჩამოყალიბებისა.

2008 წლის 21 აგვისტოს რექტორის №74/01-01 ბრძანებით დამტკიცდა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელმაც დაიწყო მუშაობა თსუ საგამოცდო ცენტრის დებულებაზე, მის სტრუქტურაზე, სტრატეგიაზე.

2009 წლის იანვარში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული თსუ საგამოცდო ცენტრი, რომელიც უფლებამოსილია ორგანიზება გაუკეთოს თსუ-ში სწავლების სამივე საფეხურის:
  • შუალედურ, სემესტრულ დასკვნითი/დამატებითი წერით გამოცდებს;
  • მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მისაღებ წერით გამოცდებს;
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩასარიცხი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მისაღებ წერით გამოცდებს (ქართული, ინგლისური ან სხვა უცხო ენა);
  • პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ წერით გამოცდებს.
  • გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტდენტებისათვის წერით გამოცდებს;
  • უცხო ენის დონის განმსაზღვრელი გამოცდები პირველკურსელებისთვის.

დღეისათვის ამ მისიას ემსახურება ცენტრის 16 თანამშრომელი: საგამოცდო ცენტრის უფროსი, საგამოცდო ცენტრის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, 3 მთავარი სპეციალისტი და 10 უფროსი სპეციალისტი.