CALENDAR

                               
რა უნდა იქონიოს თან  სტუდენტმა სემესტრულ გამოცდაზე რეგისტრაციის დროს?
    სტუდენტმა სემესტრულ გამოცდაზე რეგისტრაციის დროს უნდა იქონიოს სტუდბილეთი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. რეგისტრაციის გავლის შემდეგ სტუდენტმა უნდა დაიკავოს ადგილი საგამოცდო სექტორში მისთვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდასთან.

რა შემთხვევაში  დაიშვება სტუდენტი დასკვნით გამოცდაზე?
    სტუდენტმა სემესტრის განმავლობაში უნდა დააგროვოს მინიმუმ 21 ქულა (დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობა), რომ მოიპოვოს გამოცდაზე გასვლის უფლება.

რა შემთხვევაში დაიშვება სტუდენტი განმეორებით გამოცდაზე?
    განმეორებით გამოცდაზე გასასვლელად სტუდენტმა სემესტრის განმავლობაში და დასკვნით გამოცდაზე მიღებული შეფასებით უნდა დააგროვოს მინიმუმ 41 ქულა. 

დასკვნით გამოცდაზე არ გამოცხადების შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცეს სტუდენტი?

    თუ სტუდენტი დასკვნით გამოცდაზე არ გამოცხადდა საპატიო მიზეზით (მაგ. ავადმყოფობის გამო), მაშინ მან უნდა მიმართოს საგამოცდო ცენტრს/ფაკულტეტის დეკანატს განცხადებით და დაურთოს შესაბამისი ცნობა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია სტუდენტი დაიშვას გამოცდზე დამატებით სასესიო პერიოდში.

    რა ეკრძალება სტუდენტს გამოცდის მიმდინარეობისას?

    სემესტრული გამოცდის მიმდინარეობისას სტუდენტს ეკრძალება:
  • მობილური ტელეფონის, პეიჯერის, ყურსასმენის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში;
  • გამოცდაზე დამხმარე მასალის - სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ე.წ. ,,შპარგალკის“ გამოყენება;
  • საგამოცდო რვეულზე რაიმე სახის მინიშნების გაკეთება, რომელიც დაკავშირებული არ არის საგამოცდო საკითხთან;
  • გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა სტუდენტებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა.
ვის უნდა მიმართოს სტუდენტმა თუ მას გამოცდის მიმდინარეობისას შეექმნა რაიმე ტიპის პრობლება?

    ნებისმიერი სახის პრობლემის შექმნისას სტუდენტმა უნდა მიმართოს მეთვალყურეს/ საგამოცდო ცენტრის უფლებამოსილ პირს.

  გამოცდის მსვლელობისას რა შემთხვევაში მიიღებს სტუდენტი გაფრთხილებას/ მოიხსნება?
  • სემესტრული გამოცდების ჩატარების დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღევევის შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს გაფრხილებას, ხოლო მისი განმეორების შემთხვევაში სტუდენტი მოიხსნება გამოცდიდან.
  • სტუდენტი მოიხსნება გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე, თუ მას გამოცდის მიმდინარეობისას მეთვალყურემ/საგამოცდო ცენტრის უფლებამოსილმა პირმა აღმოუჩინა ე.წ. ,,შპარგალკა“, მობილური ტელეფონი, პეიჯერი, ყურსასმენი ან სხვა ელექტრონული აპარატურა (თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში).
    გამოცდიდან მოხსნილი სტუდენტის ნაშრომი არ გასწორდება.


რა ვადებში ქვეყნდება გამოცდების შედეგები?

    სემესტრული გამოცდების შედეგები ქვეყნდება გამოცდის ჩატარებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

როდის ენიჭება სტუდენტს კრედიტი საგანში?

    სტუდენტს საგანში კრედიტი ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ:
  • დასკვნით გამოცდაზე იგი მიიღებს დადებით შეფასებას (გამოცდის მაქსიმალური ქულათა რაოდენობის 50%);
  • სემესტრის განმავლობაში დაგროვილი ქულებისა და დასკვნით გამოცდაზე მიღებული ქულების ჯამი შეადგენს მინიმუმ 51 ქულას.
 როგორ უნდა მოიქცეს სტუდენტი, თუ მას ერთ დღეს ერთ საათზე ემთხვევა ორი გამოცდა?

    თუ სტუდენტს შედგენილი ცხრილის მიხედვით ემთხვევა ორი გამოცდა, მაშინ მან საგამოცდო ცხრილის დარეგულირების მიზნით თხოვნით უნდა მიმართოს საგამოცდო ცენტრს.