თსუ-ს სემესტრული დასკვნითი/დამატებითი წერითი გამოცდების ძირითად ნაწილს ორგანიზებას ახდენს თსუ საგამოცდო ცენტრი. სასესიო პერიოდი ყოვველ წლიურად განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ.
დაშვების წინაპირობა
იმისათვის, რომ სტუდენტი დაშვებულ იქნას სემესტრულ დასკვნით
გამოცდაზე, საჭიროა სტუდენტს სემესტრის განმავლობაში დაგროვებული ჰქონდეს
არანაკლებ 11 ქულისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სასწავლო კურსის
სილაბუსი ითვალისწინებს სხვა მოთხოვნებს.
გამოცდის ჩაბარება
სტუდენტს გამოცდა ჩაბარებულად ეთვლება, თუ დასკვნით/განმეორებით
გამოცდაზე მიიღებს ამ კომპონენტისათვის დადგენილ ქულათა არანაკლებ 50%–ს
სტუდენტი გამოცდაზე ჩაჭრილად ჩაითვლება თუ:
- დასკვნით/განმეორებით გამოცდაეზე მიიღებს ამ კომპონენტისათვის დადგენილ ქულათა 50%–ზე ნაკლებს;
- არ გამოცხადდება დანიშნულ გამოცდაზე არასაპატიო მიზეზით ან გამოცხადდება და გამოცდის მსვლელობისას დატოვებს აუდიტორიას, ან მოიხსნება გამოცდიდან სხვისი ნაშრომისა თუ დაუშვებელი ჩანაწერების (ე.წ. ,,შპარგალკა“) გამოყენებისათვის;
- დატოვებს აუდიტორიას გამოცდის ჩაშლის მცდელობის ან საგამოცდო განაწესის დარღვევის გამო;
- დადგენილ ვადაში არ წარადგენს წერით ნამუშევარს;
- გამომცდელზე მუქარის, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედების, მოტყუების, თაღლითობისა და სხვა დაუშვებელი ხერხების გამოყენებით მიიღებს შეფასებას.
განმეორებითი გამოცდა
სტუდენტს აქვს განმეორებით გამოცდაზე გასვლის უფლება:
- თუ იგი ჩაიჭრა სემესტულ დასკვნით გამოცდაზე და მისი შეფასებათა ჯამი 40 ქულაზე მეტია;
- სტუდენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ არსებობს გამოცდაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი;
- სტუდენტი გამოცდაზე განმეორებით დაიშვება მიმდინარე სემესტრის სასესიო პერიოდში დამატებითი გამოცდისათვის დადგენილ ვადებში;
- ძირითად და დამატებით გამოცდებზე გამოუცხადებლობის ან არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში სტუდენტისათვის განმეორებითი გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დაუშვებელია;
სემესტრულ დასკვნით გამოცდაზე ჩაჭრილ სტუდენტს,რომელის შეფასებათა ჯამი
შეადგენს 41 ქულაზე ნაკლებს, უფლება აქვს საგანი განმეორებით მოისმინოს.
თსუ-ს შეფასების სისტემა
- "ფრიადი" (A) - სემესტურლი შეფასების ქულათა ჯამი 91-100;
- ”ძალიან კარგი” (B) - სემესტრული შეფასებების ქულათა ჯამი 81-90;
- ”კარგი” (C) – სემესტრული შეფასებების ქულათა ჯამი 71-80;
- ”დამაკმაყოფილებელი” (D) - სემესტრული შეფასებების ქულათა ჯამი 61-70;
- ”საკმარისი” (E) - სემესტრული შეფასებების ქულათა ჯამი 51-60;
- ”ვერ ჩააბარა” (FX) - სემესტრული შეფასებების ქულათა ჯამი 41-50;
- ”ჩაიჭრა” (F) - სემესტრული შეფასებების ქულათა ჯამი 0-40.