CALENDAR

  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღება ხორციელდება კონკურსის საფუძველზე. კონკურსის ორგანიზებას უზრუნველყოფს თსუ-ს საგამოცდო ცენტრი. თსუ-ს აკადემიური საბჭო ყოველწლიურად ამტკიცებს სამაგისტრო პროგრამებს, მისაღები კონტინგენტის ოდენობას, საერთო სამაგისტრო გამოცდის, სპეციალობისა და უცხო ენის გამოცდების კოეფიციენტებს. ეს ინფორმაცია ქვეყნდება ვებ-გვერდზე.

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები:
  თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ხარისხის მქონე პირებს, დიპლომირებულ სპეციალისტებსა და დიპლომირებულ მედიკოსებს, ვინც წარმატებით ჩააბარა საერთო სამაგისტრო გამოცდა.

საბუთების მიღება
   საბუთების მიღების ვადები მტკიცდება თსუ-ს რექტორის ინდივიდუალურ ადმინისტაციული-სამართლებრივი აქტით. საბუთების მიღებას ახორციელებს ფაკულეტეტების მიმღები კომისიები.

მაგისტრატურაში მისაღები კონკურსის ეტაპები:
ა) საკონკურსო გამოცდა სპეციალობაში;
ბ) საკონკურსო გამოცდა უცხო ენაში (თუ მას ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა);
გ) გასაუბრება (თუ მას ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა);
დ) გამოცდა ქართულ ენაში  (B2 დონე), თუ კონკურსანტისთვის ქართული არ არის მშობლიური ენა და სწავლის გაგრძელება სურს ქართულენოვან სამაგისტრო პროგრამაზე.

საკონკურსო გამოცდა სპეციალობაში საკონკურსო გამოცდაზე სპეციალობაში კონკურსანტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
ა) დადგენილ ვადებში სრულად წარმოადგინა საბუთები მიმღებ კომისიასთან;
ბ) წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება სამაგისტრო პროგრამის მოთხოვნებს;
გ) აკმაყოფილებს სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს. ამოცდა სპეციალობაში ტარდება წერილობითი სახით.  საგამოცდო ნამუშევრები ფასდება 100 -ბალიანი სისტემით. გამოცდა ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ კონკურსანტი მიიღებს დადებით შეფასებას (მინიმუმ 51%), თუ სამაგისტრო პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სპეციალობის გამოცდაში კონკურსანტთა ნაშრომებს ამოწმებს საგამოცდო კომისია.

საკონკურსო გამოცდა უცხო ენაში (თუ მას ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა)
  საკონკურსო გამოცდაზე უცხო ენაში დაიშვებიან ის კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ გამოცდას სპეციალობაში (თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული სამაგისტრო პროგრამით). უცხო ენათა ჩამონათვალი, რომელშიც ჩატარდება საკონკურსო გამოცდა და დადებითი შეფასებისთვის საჭირო დონე განისაზღვრება სამაგისტრო პროგრამით. საგამოცდო ნაშრომი ფასდება 100-ბალიანი სისტემით. გამოცდა ჩაბარებულად მიიჩნევა თუ კონკურსანტი მიიღებს 50 ქულაზე მეტს, თუ სამაგისტრო პროგრამით სხვა რამ არ არის დადგენილი. უცხო ენის გამოცდიდან თავისუფლდება კონკურსანტი, რომელიც წარმოადგენს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს (იხ. დანართი), ან/და უცხოეთში არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელ საბუთს.

საკონკურსო გამოცდების შედეგების გასაჩივრება
  კონკურსანტი უფლებამოსილია  საკონკურსო გამოცდაში მიღებული შეფასება გაასაჩივროს სააპელაციო კომისიასთან ამისათვის დადგენილ ვადაში. გასაჩივრების ვადები მტკიცდება თსუ-ს რექტორის ინდივიდუალურ ადმინისტაციული-სამართლებრივი აქტით და ქვეყნდება ვებ-გვერდზე.

კონკურსანტთა ჩარიცხვა
  კონკურსანტთა ჩარიცხვა მაგისტრატურაში ხორციელდება საკონკურსო ქულის საფუძველზე. საკონკურსო ქულა გამოითვლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 დადგენილების (იხ. დადგენილება) შესაბამისად.

თსუ-ს აკადემიური საბჭოს 124-ე დადგენილება - ”მაგისტრატურაში მიღების წესი”

გამოცდაზე კონკურსანტთა ქცევის წესები