ბიბლიოთეკა

გაცნობებთ, რომ თსუ - კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრის ბიბლიოთეკა (თსუ, II კორპუსი, ოთახი № 203) გაიხსნა. შეგიძლიან მოხვიდეთ და ისარგებლოთ ჩვენი ბიბლიოთეკით!

ბიბლიოთეკაში, ამჟამად, გვაქვს პორტუგალიურენოვან ავტორთა 300-ზე მეტი ერთეული წიგნი პორტუგალიურ და ინგლისურ ენებზე, ასევე აუდიო/ ვიდეო ალბომები.

ბიბლიოთეკაში შემავალი სექციები:
ა) ხელოვნება
ბ) კულტურა
გ) დიდაქტიკა
დ) გრამატიკა
ე) ისტორია
ვ) ლიტერატურა

ჩვენს კატალოგში (კატალოგის ჩამოტვირთვა შესაძლებლია აქ: ბიბლიოთეკა) ერთეულთა თანმიმდევრობა განლაგებულია სათაურის მიხედვით (არტიკლის გარეშე), იქვე არის მითითებული თითოეული ერთეულის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: ავტორი, გამოცემის წელი, გამომცემლობა, ISBN და ენა (შენიშვნის გრაფაში). ასევე, შეგიძლიათ ნახოთ აუდიო/ვიდეო ალბომების ჩამონათვალი იმავე ფაილის აუდიოსა და ვიდეოსთვის განკუთვნილ სექციებში (CD/DVD).

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები:
1. ერთეულის გასატანად, თავდაპირველად, საჭიროა ბიბლიოთეკაში მოსვლისას შეავსოთ საინფორმაციო ფურცელი. გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის მოწმობა/პასპორტი/სტუდენტის ბილეთი
2. ერთდროულად შესაძლებელია 5 ერთეულის გატანა
3. თითოეული ერთეულის გატანა შესაძლებელია 15 დღით
4. გატანილ ერთეულზე ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია მომდევნო 15 დღით, რაც შეგიძლიათ გვაცნობოთ ელექტრონული ფოსტის ან სატელეფონო ზარის საშუალებით (იმ შემთხვევაში, თუ იგივე ერთეული სხვის მიერ არ არის დაჯავშნილი)
5. თუ კატალოგში მითითებული ერთეული არ არის ადგილზე, შეგიძლიათ მისი დაჯავშნა (ელექტრონული ფოსტით) და შესაბამისად მისი გატანა მომდევნო 15 დღის განმავლობაში

საკონტაქტო ინფორმაცია: იხილეთ პორტუგალიური ენის ცეტრის გვერდზე კონტაქტი

ბიბლიოთეკა დაარსდა კამოეშის ინსტიტუტის/პორტუგალიის მთავრობისა და ბრაზილიის საელჩო თბილისში (ბრაზილიელ ავტორთა წიგნები) ფინანსური მხარდაჭერით.

იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული ხართ დებატებით, შეხვედრებით ან წიგნის კითხვის კლუბით, გთხოვთ მოგვწეროთ!

ბიბლიოთეკის სივრცეში ყოველთვიურად ეწყობა კონფერენციები და ვორქშოფები ინგლისურ ენაზე. დასწრება თავისუფალია. მათზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თსუ - კამოეშის ცენტრის სოციალურ გვერდებზე (იხილეთ კონტაქტი)