თსუ – კამოეშის ცენტრი
2012 წლის ოქტომბერში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (თსუ) და კამოეში – თანამშრომლობისა და ენის ინსტიტუტს (კამოეშის ინსტიტუტი) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას თსუ-ში პორტუგალიური ენის ცენტრის გახსნის შესახებ. ცენტრის სურვილია საშუალება მისცეს თსუ-ს თანამშრომლებსა და სტუდენტებს, ასევე ფართო საზოგადოებას, გაიღრმაონ ცოდნა პორტუგალიურად მოსაუბრე ქვეყნების კულტურის, ლიტერატურისა და ენის შესახებ.
კამოეშის ინსტიტუტი ცენტრს უზრუნველყოფს მდიდარი ბიბლიოთეკით, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფართო არჩევანს: წიგნებსა და აუდიო-ვიზუალურ მასალას პორტუგალიურენოვანი ლიტერატურისა და კულტურის შესახებ. ცენტრის სურვილია ბიბლიოთეკის სივრცე გახდეს ადგილი ვორქშოფებისა და სემინარების ლიტერატურაზე, კულტურაზე, პოეზიასა თუ ნოველებებზე, ასევე მოეწყოს დებატები და შეხვედრები ამა თუ იმ თემატიკის ირგვლივ.
ცენტრის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს პორტუგალიური ენისა და კულტურის კურსების ორგანიზება (მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ენის კურსები)
ყოველ აკადემიურ წელს, კამოეშის ინსტიტუტის დაფინანსებით, ცენტრი ორგანიზებას უწევს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს, როგორიცაა კინო ფესტივალები, სპექტაკლები (თეატრი), კონცერტები, წიგნის ფესტივალები თუ სიმპოზიუმები, რათა პოპულარიზაცია გაუწიოს პორტუგალიურენოვანი ქვეყნების ენას, ლიტერატურას და კულტურას. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია და იგი ხორციელდება პორტუგალიის საელჩო ანკარაში და ადგილობრივი ორგანოების ხელშეწყობით.
კამოეშის ცენტრის სურვილია ხელი შეუწყოს სტუდენტების გაცვლით პროგრამებს და სწავლას საზღვარგარეთ. ცენტრი საკუთარ სტუდენტებს სთავაზობს მონაწილეობა მიიღონ კონკურსში -“საუკეთესო სტუდენტის ჯილდო”, პორტუგალიაში გასამგზავრებელი საზაფხულო სტიპენდიის მოსაპოვებლად (დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ღონისძიებები). ამჟამად, ცენტრი თსუ-ს საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტთან ერთად მუშაობს პროექტზე – ერაზმუს + პროგრამა პორტუგალიასა და ბრაზილიაში.
ცენტრის დირექტორი
2017 წლის ნოემბრის თვიდან თსუ – კამოეშის ცენტრის დირექტორი არის სოფია კრუში.
სოფია კრუში დაიბადა პორტოში (პორტუგალია) 1971 წელს, სადაც დაამთავრა პორტოს უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, პორტუგალიური და ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. მუშობდა პორტუგალიურისა და ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე კერძო და სახელმწიფო სკოლებსა და ინსტიტუციებში. 2013 წლიდან თანამშრომლობს კამოეშის ენისა და თანამშრომლობის ინსტიტუტთან: 2013-2015 წლებში ასწავლიდა პორტუგალიურ ენას ვინდჰუკში (ნამიბია). ამავე წლებში მიიღო მაგისტრის ხარისხი ალბერტას უნივერსიტეტში, პორტუგალიური ენისა და კულტურის სპეციალობით. 2016-2017 წლებში ასწავლიდა პორტუგალიურ ენას იოჰანესბურგში. ამჟამად მუშაობს სადაქტოროს თემაზე რომელიც მოიცავს პორტუგალიურ ლიტერატურასა და კულტურას (ალბერტას უნივერსიტეტი). მისი ინტერესის სფეროა: ლიტერატურა, ენების პოლიტიკა და ისტორია, განსაკუთრებით კი იბერიული და აფრიკული ქვეყნების.
ცენტრის დირექტორი 2016-2017 წლებში - იზაბელ გაშპარი
იზაბელ გაშპარი დაიბადა ლისაბონში (1969). დაამთავრა ლისაბონის უნივერსიტეტი თანამედროვე ენებისა და ლიტერატურის სპეციალობით, ხელოვნების ფაკულტეტზე. მუშაობდა პორტუგალიური ენის მასწავლებლად პორტუგალიაში, ასევე ასწავლიდა პორტუგალიურს, როგორც უცხო ენას სან ტომე და პრინსიპში [სან ტომე და პრინსიპის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, აღმოსავლეთ ტიმორის ეროვნული უნივერსიტეტი], და ტუნისიაში [მანუბას უნივერსიტეტი, კართაგენის უნივერსიტეტი]. ტუნისში ყოფნისას ასევე ითავსებდა კულტურის ატაშის მოვალეობას პორტუგალიის რესპუბლიკის საელჩო ტუნისში.
მის აკადემიურ ინტერესებში შედის არამშობლიური ენების სწავლება და თანამედროვე პორტუგალიური ლიტერატურა. განსაკუთრებით დაინტერესებულია ნეოროლოგიით, რომელიც შეისწავლის ენებს, სწავლებას და ზოგადად პლასტიკურ ხელოვნებას.
მის აკადემიურ ინტერესებში შედის არამშობლიური ენების სწავლება და თანამედროვე პორტუგალიური ლიტერატურა. განსაკუთრებით დაინტერესებულია ნეოროლოგიით, რომელიც შეისწავლის ენებს, სწავლებას და ზოგადად პლასტიკურ ხელოვნებას.
ცენტრის დირექტორი 2013-2016 წლებში - ვერა პეიშოტუ
ვერა პეიშოტუ დაიბადა პორტოში (პორტუგალია). სწავლობდა პორტოს უნივერსიტეტში, საბაკალავრო პროგრამაზე ინგლისურისა და გერმანული ფილოლოგიის განხრით, ხოლო მაგისტრის ხარისხი მოიპოვა იბერისტიკის სპეციალობით.
ორი წლის მანძილზე ცხოვრობდა გერმანიაში (ჰანოვარი და ოსნაბრუკი). ხუთი წლის მანძილზე მუშაობდა ნიდერლანდებში, კერძოდ ულტრეხის უნივერსიტეტში, როგორც კამოეშის ინსტიტუტის წარმომადგენელი. მის აკადემიურ ინტერესს წარროადგენს რენესანსი და ადრეული მოდერნისტული ლიტერატურა, ასევე ჰაგიოგრაფია, კინო, პოსტკოლონიური და გენდერული მიმართულებები.