2016-03-02

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად 2016/2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში

სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ნორვეგია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
ეკონომიკა, ბიზნესი, პოლიტიკის მეცნიერება, საინფორმაციო ტექნოლოგიები
http://www.hiof.no/english

რომის საპიენცას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (იტალიურენოვანი):
იტალიური ენა და ლიტერატურა, ეკონომიკა, ბიზნესი, იურიდიული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები
http://www.uniroma1.it/

ზალცბურგის უნივერსიტეტი (ავსტრია) 
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი):
პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია
http://www.uni-salzburg.at/index.php?id=52

ტურკუს უნივერსიტეტი (ფინეთი)

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
ინგლისური ენა, კულტურის კვლევები, ბიოლოგია, იურიდიული, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები
http://www.utu.fi/en/Pages/home.aspx

მიკოლას რომერის უნივერსიტეტი (ლიტვა)

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): 
პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერობები, ეკონომიკა
https://www.mruni.eu/en/

ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (თურქეთი)

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
ბიზნესი, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება
http://www.metu.edu.tr/

აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტი (თურქეთი)

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
ეკონომიკა
http://www.uim.aku.edu.tr/

გრანადის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სასწავლო მიმართულებები (ესპანურენოვანი): 
ეკონომიკა, გარემოს დაცვის მეცნიერებები

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
  • ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (2015 წლის 15 ოქტომბერი და 17 ნოემბერი, 2016 წლის 2 მარტი - თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
  • პასპორტის ასლი
სტიპენდიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:
  • იტალია, ფინეთი, ავსტრია: 850 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
  • გერმანია, თურქეთი, ესპანეთი: 800 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
  • ლიტვა: 750 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 1 აპრილის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე
(სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (BA) და
სასურველი ევროპული უნივერსიტეტები პრიორიტეტების მიხედვით):


შენიშვნა: 
  • დაგვიანებული ან/და არასრული აპლიკაციები არ მიიღება!
  • შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი!
  • ზალცბურგის უნივერსიტეტის სტიპენდიების მოსაპოვებლად გასაუბრება ჩატარდება დამოუკიდებლად!
Print

« იხ. ყველა სიახლე