საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ-ს მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად 2016/2017
სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში
სამაგისტრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი/გერმანულენოვანი):
ჰუმანიტარული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, იურიდიული
მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
https://www.europa-uni.de/en/index.html
იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, გარემოს მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა, ეკონომიკა
მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
http://www.uni-giessen.de/cms/welcome
კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
კომპიუტერული მეცნიერება, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
https://www.fh-kiel.de/
ზალცბურგის უნივერსიტეტი (ავსტრია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი):
პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია
http://www.uni-salzburg.at/index.php?id=52
რომის საპიენცას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
ეკონომიკა, ბიზნესი, კომპიუტერული მეცნიერება
მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
http://www.uniroma1.it/
კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი/ესპანურენოვანი):
სოციოლოგია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
https://www.udc.es/index.html?language=en
ტურკუს უნივერსიტეტი (ფინეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
ინგლისური ენა, კულტურის კვლევები, ბიოლოგია, იურიდიული, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები
მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
http://www.utu.fi/en/Pages/home.aspx
იოანინას უნივერსიტეტი (საბერძნეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
განათლების მეცნიერებები, მასობრივი კომუნიკაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 3 თვე
http://www.uoi.gr/en/
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
- ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (2015 წლის 15 ოქტომბერი და 17 ნოემბერი, 2016 წლის 2 მარტი - თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
- დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
- სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
- ბაკალავრის დიპლომი
- პასპორტის ასლი
სტიპენდიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:
- ნორვეგია, ფინეთი, იტალია, ავსტრია: 850 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
- გერმანია, ესპანეთი, საბერძნეთი: 800 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 1 აპრილის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე (სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (MA) და სასურველი ევროპული უნივერსიტეტები პრიორიტეტების მიხედვით):
erasmusplus@tsu.ge
შენიშვნა:
- დაგვიანებული ან/და არასრული აპლიკაციები არ მიიღება!
- შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი!
- გასაუბრებები კილისა და ზალცბურგის უნივერსიტეტების სტიპენდიების მოსაპოვებლად გაიმართება დამოუკიდებლად!