2015 წელს ქართველმა ემიგრანტმა ტიერი ბერიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადმოსცა თავისი მშობლების ცნობილი ქართველი პოლიტიკური ემიგრანტის მამია ბერიშვილისა და დედის ქრისტინე ბერიშვილი-ლეკრეკის არქივი. არქივში დაცულია 1300-მდე საბიბლიოთეკო ერთეული: წიგნები, წერილები, დოკუმენტები და ფოტოები. არქივში წარმოდგენილია დოკუმენტები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.), ქართული პოლიტიკური ემიგრაციის, 1924 წლის აჯანყების, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროსა და ლევილის ქართული მამულის შესახებ.