ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით
სარგებლობის წესი
მუხლი 1. ბიბლიოთეკებსა და სამკითხველო დარბაზებში მკითხველის რეგისტრაცია
1. ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია:ა ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ტექსტში შემდგომ - ,,უნივერსიტეტი“) ბაკალავრს,
მაგისტრსა და დოქტორანტს (მომსახურების ფორმა-სამკითხველო დარბაზი, აბონემენტი).
ბ ) უნივერსიტეტის პერსონალს (მომსახურების ფორმა - სამკითხველო დარბაზი, აბონემენტი)
2. სარეგისტრაციოდ მკითხველმა უნდა წარმოადგინოს:
მოქალაქის პირადობის მოწმობა, ფოტოსურათი და ცნობა სამუშაო ადგილიდან.
3. აბონენტი ვალდებულია: შეატყობინოს ბიბლიოთეკას საკონტაქტო ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, სახლისა და
სამსახურის მისამართის შეცვლის შესახებ.
მუხლი 2. საბიბლიოთეკო დოკუმენტის გატანა-დაბრუნება
1. საფაკულტეტო ბიბლიოთეკებიდან და სამკითხველო დარბაზებიდან საბიბლიოთეკო დოკუმენტები არ გაიცემა.
2. საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის აბონემენტის განყოფილებიდან წიგნები გაიცემა:
ა)
მხატვრული
ლიტერატურა
–
არაუმეტეს
2
თვის ვადით
;
ბ
)
დანარჩენი
კატეგორიის
საბიბლიოთეკო დოკუმენტი
–
არაუმეტეს
5 თვის ვადით
;
3. ერთდროულად გაიცემა არაუმეტეს 5 საბიბლიოთეკო ერთეულისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, დირექტორის ნებართვით, დასაშვებია 5-ზე მეტი საბიბლიოთეკო დოკუმენტის გაცემა, რის შესახებ აღნიშვნა გაკეთდება მკითხველის მოთხოვნის ბარათზე.
4. ბიბლიოთეკას, განსაკუთრებულ შემთხვევისას შეუძლია, საბიბლიოთეკო დოკუმენტის ვადაზე ადრე დაბრუნება. ასეთ დროსმომხმარებელი ვალდებულია, გამოთხოვილი მასალა დააბრუნოს ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში
5. ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა:
მუხლი 3. საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაზიანება ან/და დაუბრუნებლობა
2. საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაზიანების ან/და დაუბრუნებლობის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
3. საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაბუნების ვადის გასვლიდან 14 სამუშაო დღის შემდეგ მკითხველს ეკრძალება ბიბლიოთეკის საინფორმაციო რესურსებისა და სერვისებით სარგებლობა .
4. საბიბლიოთეკო დოკუმენტების , სარგებლობის ვადის გასვლის შემდგომ , 30 სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია, დააბრუნოს იმავე დასახელებისა და გამოცემის წლის შესაბამისი ან, სანაცვლოდ, იმავე დასახელების სხვა გამოცემისა წლის ერთეული, ან გადაიხადოს წიგნის ღირებულება და ჯარიმის სახით ფიქსირებული თანხა 50 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის ა და პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში უნივერსიტეტის მიერ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომ ები .
მუხლი 4. პრინტერით, ქსეროქსით, სკანერის აპარატით და კომპიუტერით სარგებლობა
2. ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს საბიბლითეკო ქსეროქსით, პრინტერითა და სკანერით მომსახურებას კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
3. თუ მკითხველი არ ფლობს პრინტერით, ქსეროქსით, სკანერის აპარატით, კომპიუტერითა და სხვა აუდი ო -ვიზუალური ტექნიკით სარგებლობის ჩვევებს ბიბლიოთეკარი ვალდებულია, აღმოუჩინოს დახმარება.
4. კომპიუტერით სარგებლობისას დაშვებულია:
5. მკითხველს შეუძლია ფონდში არსებული ელექტრონული ვიდეო, აუდიო და ტექსტური მასალებით სარგებლობა (დაშვებულია ამ მასალის ასლის გადაღება, საავტორო კანონმდებლობის გათვალისწინებით).
მუხლი 5. სამკითხველო დარბაზში ქცევის წესები
1. სამკითხველო დარბაზში დაუშვებელია ისეთი ქმედება, რომელიც ხელს უშლის მკითხველს მუშაობაში.
2. იკრძალება მკითხველის მიერ სამკითხველო დარბაზიდან საბიბლიოთეკო დოკუმენტის უნებართვო გატანა , რაც ჩაითვლება არამართლზომიერ ქმედებად და გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
მუხლი 6. გარდამავალი დებულებები
დამტკიცებულია
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
2011 წლის
29 მარტის
# 46/02–01
ბრძანებით