მიხეილ ყაუხჩიშვილის არქივის გადმოცემა (25.09.2013)


2 5 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემიგრაციის მუზეუმს საქართველოს პირველი პარლამენტის - საქართველოს ეროვნული კრების წევრის მიხეილ ყაუხჩიშვილის არქივის ნაწილი გადაეცა.
მუზეუმს ყაუხჩიშვილის არქივი ემიგრანტის შვილიშვილმა ელენე ყაუხჩიშვილმა და რძალმა ფრანჩესკა მელცი-ყაუხჩიშვილმა გადასცეს. მათ ცნობილი ქართველი მეცნიერის სიმონ ყაუხჩიშვილის (მიხეილ ყაუხჩიშვილის ძმა) შვილიშვილმა ლია ჯინორიამ და სიძემ რისმაგ გორდეზიანმა უმასპინძლეს.
მიხეილ ყაუხჩიშვილი იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრი, საქართველოს პირველი პარლამენტის – საქართველოს ეროვნული კრების წევრი, დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკური წარმომადგენელი ევროპის ქვეყნებში. გასაბჭოების შემდეგ ფირმა „სიმენსის“ მთავარი სამმართველოს წევრი და დირექტორი ჯერ გერმანიაში, შემდეგ იტალიაში.