არქეოლოგიის მეცნიერებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისთანავე მკვიდრი საფუძველი ჩაეყარა, რომლის სათავეში ექვთიმე თაყაიშვილი იდგა. ამ დღიდან მოყოლებული, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არქეოლოგიური ძეგლების გამოვლენასა და შესწავლაში უნივერსიტეტში მოღვაწე არაერთი თაობის მეცნიერ-პროფესორი და სტუდენტი მონაწილეობდა. მათ მიერ მოპოვებული მრავალრიცხოვანი არტეფაქტები ზოგადად ქართულ კულტურას ნათლად წარმოაჩენენ და განვითარების იმ უწყვეტი ჯაჭვს ასახავენ, რომლითაც საქართველომ მსოფლიო ცივილიზაციაში სათანადო ადგილი დაიკავა.
1967 წელს, უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტის არქეოლოგიის კათედრასთან, დაარსდა არქეოლოგიის კაბინეტი, რომლის ბაზაზეც 2007 წელს, უნივერსიტეტის სამუზეუმო გაერთიანებაში შემავალი არქეოლოგიის მუზეუმი შეიქმნა.
არქეოლოგიის მუზეუმის ექსპოზიცია ქვის ხანიდან გვიან შუა საუკუნეებამდე პერიოდს მოიცავს. აქ წარმოდგენილ მრავალრიცხოვან არტეფაქტებს არა მარტო საქართველოსათვის, არამედ მთლიანად კავკასიისა და წინა აზიის უძველესი და ძველი ისტორიის გაშუქებისთვისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
მის: ჭავჭავაძის N1 (პირველი კორპუსი მე-3 სართული)