გამოჩენილი მეცნიერის, აკადემიკოს ალექსანდრე ჯანელიძის ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრაზე შეიქმნა პალეონტოლოგიის მუზეუმი. 1924 წელს კათედრის ჩამოყალიბებაც მის სახელს უკავშირდება. პალეონტოლოგიის მუზეუმის შევსება რეგიონში შეგროვებული ნამარხი ორგანიზმების კოლექციების ხარჯზე მოხდა. მათი მცირე ნაწილი ჩამოტანილია ჩრდილოეთ კავკასიის (ძირითადად დაღესტნის), ამიერკავკასიის, საფრანგეთისა და ესპანეთის რეგიონებიდან.
მის: უნივერსიტეტის ქუჩა N11 (ბიოლოგების კორპუსი 0 სართული)
მის: უნივერსიტეტის ქუჩა N11 (ბიოლოგების კორპუსი 0 სართული)