ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმი აკადემიკოს ნიკო კეცხოველის მიერ 1946 წელს ჩამოყალიბდა. ამჟამად, ზოოლოგიის მუზეუმის ექსპოზიცია 5000–მდე სადემონსტრაციო ეგზემპლარს ითვლის. აქ წარმოდგენილია: უნიკალური მარჯნის პოლიპები, პეპლები, ხოჭოები, მოლუსკები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები, ძუძუმწოვრები. მუზეუმში სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებსა და სხვა დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებას, მათ შინაგან აგებულებასა და ემბრიონული განვითარების თავისებურებებს.
მუზეუმში წარდმოდგენილი ფრინველთა კოლექცია უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ იგი საქართველოში ბინადარ და გადამფრენ ფრინველთა ყველა სახეობას მოიცავს.
მის: უნივერსიტეტის ქუჩა N11 (ბიოლოგების კორპუსი 0 სართული)