თსუ-ის გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” ისტორია
გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" ისტორია 85 წლის წინ დაიწყო. მანამ, ვიდრე მას ამ სახელით გაიცნობდა საზოგადოება, გაზეთმაOოთხჯერ გამოიცვალა სახელი. ყველა მათგანი გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" წინამორბედია.
მკვლევართა გადმოცემით, 1918 წელს, პირველი სამეცნიერო კრებულის - "თბილისის უნივერსიტეტის მოამბის" გამოცემასთან ერთად, უნივერსიტეტის დამფუძნებლებს მრავალტირაჟიანი პერიოდული ორგანოს დაარსებაც სურდათ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ეს ვერ მოხერხდა.
1926 წლის სექტემბერში უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე ივანე ჯავახიშვილი საბჭოთა რეჟიმის ერთგულმა მსახურმა, ფედერალისტობიდან ბოლშევიკად ფერნაცვალმა თევდორე ღლონტმა შეცვალა (ეს ის თედო ღლონტია, რომელმაც ივანე ჯავახიშვილს მეფეთა და ეკლესიათა ისტორიის მკვლევარი უწოდა და რომელსაც მიაჩნდა, რომ უნივერსიტეტის დამაარსებლები მას "შუა საუკუნეების კულტურისკენ მიაქანებდნენ". უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე მან 1928 წლამდე იმუშავა. შემდეგ კიდევ დიდ ხანს ემსახურა საბჭოთა იდეოლოგიას, მაგრამ 1937 წელს ,,ხალხის მტრის” ბრალდებით დახვრიტეს). თევდორე ღლონტი თავადაზნაურულ-ბურჟუაზიული პროფესურის განადგურების იმედს პროლეტარული რევოლუციის იდეებით შეპყრობილი სტუდენტობის ნაწილში ხედავდა. ბოლშევიკთა მთავარი სტრატეგია იყო ანტისაბჭოთა ელემენტებისგან უნივერსიტეტის გათავისუფლება. ამ ამოცანების უპირობო შესრულებისთვის ისინი აუცილებლად თვლიდნენ საუნივერსიტეტო სტუდენტური გაზეთის დაარსებას. საარქივო მასალები არაფერს გვეუბნება, კონკრეტულად თუ ვის ეკუთვნოდა უნივერსიტეტში გაზეთის გამოცემის იდეა, მაგრამ უნივერსიტეტის ჟამთააღმწერელი სერგო ჯორბენაძე გვაწვდის ცნობას პირველი საუნივერსიტეტო გაზეთის 1927 წლის იანვარში დაარსების შესახებ. გაზეთს ,,პროლეტარულ სტუდენტთა ხმა’’ ერქვა, რომელიც აღმასრულებელი ბიუროს, კომპარტიისა და კომკავშირის ბეჭდვითი ორგანო გახლდათ.
უნივერსიტეტის გაზეთის გამოცემის ამავე პერიოდს ეხება ი. ხაინდრავა წიგნში "ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში", რომელშიც ნათქვამია, რომ "პროლეტარულ სტუდენტთა ხმის" სარედაქციო კოლეგია "დღენიადაგ იღვწოდა გაზეთის სრულყოფისათვის. მას აქტიურად ეხმარებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. ამ მხრივ აღსანიშნავია პროფესორ აკაკი შანიძის როლი, რომელიც სისტემატურად თანამშრომლობდა ამ გაზეთში. თანამედროვეთა გადმოცემით, გაზეთის ფორმისა და შინაარსის სრულყოფისათვის თურმე ათასნაირ ხერხს მიმართავდნენ. რუსეთიდან სტუმრად ჩამოსული სტუდენტი საფრონოვიც კი გამოიყენეს გაზეთის სათაურის დასახატად.
გაზეთის პირველ ნომრებს ხელს აწერს აპოლონ ნუცუბიძე – სტუდენტი, რომელიც თავს ლენინელად მოიხსენიებდა. ისტორიული წყაროს ცნობით, სწორედ იგი გახლდათ გაზეთის პირველი რედაქტორი. პირველი გაზეთების სახელწოდება, სლოგანები, სტატიების სათაურები და შესაძლოა ტექსტებიც ხელითაა შესრულებული და ამ სამუშაოს თურმე კარგი ხელწერის მქონე პირი – იმჟამად სტუდენტი, შემდგომში კი ცნობილი მეცნიერი, ხელნაწერთა ინსტიტუტის დამაარსებელი ილია აბულაძე ასრულებდა. 1928 წლისთვის გაზეთი ,,პროლეტარულ სტუდენტთა ხმა’’ უკვე ლითოგრაფიაზე დაბეჭდილი ჩვეულებრივი გაზეთის სახით გამოდიოდა. 1930 წელს გამოცემულ გაზეთს დევიზად გასდევს სიტყვები: – ,,პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით’’. გაზეთი გმობდა უნივერსიტეტის აპოლიტიკურობის იდეას და იღწვოდა უნივერსიტეტში მარქსისტულ-ლენინური იდეებისადმი ერთგულთა ჰეგემონიის დასამყარებლად. ამ სულისკვეთების სტატიების გვერდით გაზეთში ჩნდება აკაკი შანიძის, შალვა ნუცუბიძის, ნიკო მუსხელიშვილისა და კორნელი კეკელიძის წერილებიც, რომლებშიც საუნივერსიტეტო სწავლების მეთოდოლოგიაზე არის საუბარი.
1930 წლის 13 თებერვლიდან გაზეთი გამოვიდა შეცვლილი სახელწოდებით და მას ,,საბჭოთა უნივერსიტეტის ხმა” ერქვა. 1930 წლიდან 1933 წლამდე დაუდგენელი მიზეზების გამო გაზეთი არენაზე არ ჩანს. უნივერსიტეტის გაზეთის ბეჭდვა განახლდა 1933 წელს და მისი დასახელება გახლდათ ,,ბოლშევიკური კადრებისათვის‘’. სახელწოდებების ცვლილება არ ცვლიდა მისი შინაარსის პათოსს. ამ წლებში გამოსული გაზეთები ისტორიისთვის მხოლოდ იმით არის საინტერესო, რომ მასში დაბეჭდილი სტატიები ცხადყოფს, რომ უნივერსიტეტის გაზეთსაც ჰქონდა გადადებული ის სენი, რაც ქვეყანას მაშინ სჭირდა. უნივერსიტეტიდან პოლიტიკურად არასაიმედო ელემენტებისგან გაწმენდის პროპაგანდით შეიარეღებული გაზეთი ე.წ. ,,ხალხის მტრების’’ სიას აქვეყნებდა. ასეთ მტრებად დასახელებულნი იყვნენ ფილოლოგიური სკოლის დამფუძნებელი გრიგოლ წერეთელი და იურიდიული მეცნიერების ფუძემდებელი ლუარსაბ ანდონიკაშვილი. გაზეთი ამკვიდრებს ახალ აქსიომასაც – ,,ის, რაც არ არის მარქსიზმი, არ არის მეცნიერება’’. ამ იდეების წინააღმდეგ გალაშქრება მეცნიერებასთან გამომშვიდობებასთან ერთად სიცოცხლისათვის საფრთხესაც წარმოადგენდა. ალბათ ამიტომ 30-იანი წლების ჭეშმარიტად ღვაწლმოსილი მეცნიერებები იძულებულნი გახდნენ - უნივერსიტეტის გაზეთში კომუნისტური იდეოლოგიის მიმღებლობა დაედასტურებინათ. ივანე ბერიტაშვილი 1936 წლის გაზეთში აქვეყნებს სტატიას, რომელშიც საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუციის პროექტს ყველაზე დემოკრატიულ კონსტიტუციას უწოდებს. 1936 წლის 8 თებერვლის ნომერში კი იბეჭდება სტალინისადმი ხოტბაშესხმული მიმართვა, რომელსაც ხელს 100– მდე მეცნიერი აწერს, მათ შორის ივანე ჯავახიშვილიც. ეს ის პერიოდია, როდესაც ივანე ჯავახიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ წითელი პროფესურის ფართომასშტაბიანი შეტევა დასრულებულია, ივანე ჯავახიშვილი კი - უნივერსიტეტიდან საერთოდ გაძევებული. 1930–1936 წლების სამარცხვინო დისკუსიის შესახებ, რომელიც უნივერსიტეტში ჯავახიშვილის სკოლის გამათრახებისთვის მოეწყო, გაზეთი არაფერს წერს. როგორც ჩანს, გაზეთის რედაქტორმა სტალინის ჩრდილქვეშ ივანე ჯავახიშვილის მოქცევის დამადასტურებელი ხელწერის აღნუსხვა არჩია უნივერსიტეტში გამართული ე.წ. სასამართლო პროცესის გაშუქებას.
1939 წელს უნივერსიტეტის ბოლშევიკური გაზეთი არსებობას წყვეტს და მას შემდეგ, 1952 წლამდე იგი აღარ გამოსულა.
1952 წელს უნივერსიტეტის რექტორის, ნიკო კეცხოველის დიდი მეცადინეობითა და მონდომებით საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება თბილისის უნივერსიტეტის მრავალტირაჟიანი გაზეთის დაარსების შესახებ, რომელსაც ,,ახალგაზრდა სტალინელი’’ დაერქვა. ,,ჩვენი გაზეთი მოწოდებულია ასახოს უნივერსიტეტის ცხოვრების ყველა მხარე – სასწავლო, სამეცნიერო, ორგანიზაციული, სპორტული, საყოფაცხოვრებო და ა. შ. გაზეთში უნდა ითანამშრომლოს ყველამ –სტუდენტმაც და მასწავლებელმაც, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი გაზეთი,’’ _ ასეთი იყო მაშინდელი საუნივერსიტეტო საზოგადოებისადმი მოწოდება, რაც განახლებული გაზეთის ფურცლებზე აისახა.
მოწოდება საქმედ იქცა. ნიკო კეცხოველის რექტორობის პერიოდში გაზეთი წერდა ახალი ფაკულტეტების გახსნის, ახალი კადრების დაარსების, მეცნიერების არაერთი დარგის განვითარების შესახებ. მაშინ უნივერსიტეტი საბჭოთა კავშირის უნივერსიტეტების პირველ სამეულში შევიდა მოსკოვისა და ლენინგრადის უნივერსიტეტებთან ერთად. ეს იყო საბჭოთა უნივერსიტეტის გამარჯვება, რასაც თავის მიღწევად თვლიდა უნივერსიტეტში მოღვაწე პროფესორთა ყველა თაობა, უკვე განურჩევლად. უნივერსიტეტის გაზეთის მთავარ ფუნქციას აღარ წარმოადგენდა საბჭოთა იდეოლოგიის უხეში და აგრესიული პროპაგანდა – რადგან ამის აუცილებლობა აღარ იდგა. გაზეთი მხოლოდ ქართული მეცნიერული წიაღსვლების ეტაპებს განიხილავდა და მჩქეფარე საუნივერსიტეტო ცხოვრების ფერხულს მისდევდა. კომკავშირელ სტუდენტებს თავისთან ყამირი იხმობდა და გაზეთიც ფართოდ აშუქებდა ყაზახეთისა და ციმბირის უსაზღვრო ველებისკენ მიმავალ მოხალისეთა ლაშქრობას. ამ დროისთვის გაზეთი გვამცნობს უნივერსიტეტის ეზოში ილია ჭავჭავაძის ძეგლის გახსნასაც. იმ პერიოდში ფართოდ ყოფილა განვითარებული მხატვრული, ლიტერატურული თვითშემოქმედებაც. გაზეთი დიდ ადგილს უთმობდა 1947 წელს ნიკო კეცხოველის თაოსნობით დაარსებულ მწერალთა წრის ახალგაზრდა შემოქმედთა ნამოღვაწარის ბეჭდვას. უნივერსიტეტის გაზეთის მაშინდელი რედაქტორი _ ტარიელ კვანჭილაშვილი თავის მოგონებებში წერს: ,,როგორც ჩანს, ახალგაზრდა მწერლების მასალების ბეჭდვა ცოტა ზედმეტი გამოგვივიდა, რის გამოც რექტორის შენიშვნაც კი დავიმსახურე – ეს გაზეთი ლიტერატურულ გაზეთად ნუ გადამიქციეთო. თუმცა ,,ახალგაზრდა სტალინელის’’ მთელი ხიბლი სწორედ ის იყო, რომ ამ გაზეთმა გამოიყვანა ასპარეზზე შემდგომში ცნობილი მწერლები და პოეტები. ესენი იყვნენ: ნოდარ დუმბაძე, ოთარ და თამაზ ჭილაძეები, ტარიელ ჭანტურია, ჯანსუღ ჩარკვიანი, არჩილ სულაკაური, ვახტანგ ჯავახაძე და სხვანი...
გაზეთი 1962 წლიდან კვლავ იცვლის სახელწოდებას და გამოიცემა, როგორც ,,თბილისის უნივერსიტეტი”. ისტორიკოსების ვარაუდით, ეს სახელწოდება იმაზე მიუთითებდა, რომ უნივერსიტეტის მაშინდელ ხელმძღვანელობას სურდა ხაზგასმა იმისთვის, რომ უნივერსიტეტი მაშინ უკვე აღარ ატარებდა სტალინის სახელს და რომ მას მხოლოდ თბილისის უნივერსიტეტი ერქვა.
65 წლიდან გაზეთში რედაქტორად მოვიდა ზაალ ჟვანია, რომელიც რედაქტორის სვეტში წერდა: ,,ყველა თბილისელის ღვიძლი საქმე – ეს არის უნივერსიტეტის გაზეთი”.
გაზეთში პერმანენტულად ქვეყნდებოდა სერგო ჯორბენაძის ინფორმაციული ხასიათის წერილები და ბიოგრაფიული ცნობები უნივერსიტეტის დამფუძნებლებსა თუ მათი საქმიანობის გამგრძელებლებზე.
ვრცელი წერილი ეძღვნება იენის უნივერსიტეტთან ურთიერთობის საფუძვლის ჩაყრას, რაშიც დიდი ენერგია ჩადო უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა ილია ვეკუამ. საბჭოთა უნივერსიტეტი ფრთებს შლიდა კვლავაც ერთი მიზნის გარშემო, რასაც ახალგაზრდობის კომუნისტური აღზრდა ერქვა. შესაძლოა სწორედ ამ ამპლუაში დიდოსტატობისთვის უნარჩუნებდნენ მას ,,მარჯვენას”, რომელსაც სულ უფრო და უფრო მაღლა სწევდა. როგორც ჩანს, არც სტუმრები აყოვნებდნენ უნივერსიტეტის მაშინდელი კადრების ყოველშემთხვევისთვის გადამოწმებას – თუ რა ხდებოდა საქართველოს რესპუბლიკის ერთერთ პოლიტიკურ ცენტში. ასეთ სტუმრად 1966 წელს უნივერსიტეტს თავად ბრეჟნევი მოევლინა, რომელსაც კარგი ფეხი აღმოაჩნდა. სულ მალე უნივერსიტეტს საოქტომბრო ჯილდოდ სამახსოვრო დროშა გადაეცა.
გაზეთს ზაალ ჟვანიას მოულოდნელი გარდაცვალების გამო ეცვლება რედაქტორი და მას უკვე 1978 წლიდან გივი შეყილაძე რედაქტორობს. უნივერსიტეტის ბეჭდვითი ორგანო სასტარტო მიმართულებას ინარჩუნებს და სწორხაზოვან რელსებზე საქართველოს საბჭოთა იდეოლოგიურ მონაპოვარს მიაქანებს. მერე რა, რომ დადგა 1978 წლის 14 აპრილი... ვიღაცამ თვალი დახუჭა ან ვიღაცას გამოეპარა, რომ უნივერსიტეტის პროფესურის ნაწილი სტუდენტებს საქართველოს ისტორიის შესახებ მალულად სიმართლეს უყვებოდა. პროფესურის ამ ნაწილში 1937 წლების რეპრესირებულთა შვილებიც ერივნენ, მაგრამ ისინი მაინც რისკავდნენ... შვილივით ნაზარდმა ვაზმა, როგორც ჩანს, გაამართლა და უნივერიტეტში აგორდა ტალღა ქართული ენის დასაცავად. მთავლიტი ჯერ კიდევ მთავლიტობდა და სახელმწიფო ცენზურა ადამიანთა ფსიქიკას კვლავ რეჟიმში ამუშავებდა – 1978 წლის 14 აპრილის გაზეთი წერდა, თუ როგორ დაიწყო უნივერსიტეტში შრომითი სემესტრისთვის საქმიანობა და როგორ ემზადებოდა უნივერსიტეტი ლენინური შაბათობისთვის. 14 აპრილს გაზეთის რედაქციის თანამშრომლები უნივერსიტეტის ეზოში მიტინგზე იდგნენ, გაზეთს კი მაჯა კვლავაც ძველრიტმულად ესინჯებოდა...
მართალია, ქართული უნივერსიტეტის იდეის თავანკარობა საბჭოთა ეპოქამ მწარედ გათელა, მაგრამ მას თურმე სიკვდილი არ ეწერა... 1988 წელს უნივერსიტეტში სტუდენტთა პრეს-კლუბი დაარსდა. პრესკლუბელ სტუდენტთა ნაწილმა ,,სტუდენტური ფურცლის” გამოცემა დაიწყო, რომელიც უნივერსიტეტის გაზეთის საშუალებით ვრცელდებოდა. სულ გამოვიდა ,,სტუდენტური ფურცლის” 15 ნომერი. მასში სტატიებს აქვეყნებდნენ დათო ტურაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, ირმა რატიანი, ნიკო ნიკოლოზიშვილი, მედეა იმერლიშვილი, თამარ თითმერია, ქეთევან გვაზავა და სხვები. მათ კოორდინირებას უწევს მაშინდელი პრორექტორი ვახტანგ გოგუაძე.
ხელისუფლების ლიბერალიზაციის ფონზე იატაკქვეშეთიდან სამზეოზე გამოსული ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობა უნივერსიტეტის გაზეთშიც ცვლის კუმუნისტურ სულისკვეთებას. ტაბუ ეხსნება ეროვნულ საკითს. აკაკი ბაქრაძე გაზეთის ფურცლებზე სუვერენიტეტის თემას ეხება და საზოგადოებას ხელისუფლების აბსოლუტური მორჩილებისაგან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
1988 წელს ივნისის ნომერში პირველად ჩნდება ინფორმაცია საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღესასწაულზე. თბილისში გამართული დემონსტრაცია უნივერსიტეტის ეზოდან დაიწყო. 26 მაისს უნივერსიტეტის გუმბათზე ეროვნული სამფეროვანი დროშა აფრიალდა.
გაზეთი ბედავს და ბეჭდავს მანამდე აკრძალულ ლექსებს: კოტე მაყაშვილის ლექსს - "მარო მაყაშვილს" და კოლაუ ნადირაძის "25 თებერვალი, 1921 წ."; აქვეყნებს ისტორიულ ფაქტებს 1918-21 წლების დამოუკიდებელი საქართველოს შესახებ, თუმცა ვერ ბედავს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის თანამედროვე ეპიზოდებზე წეროს.
საბჭოთა ხელისუფლების ლიბერალიზაციის ფონზე ეროვნული მოძრაობის სამზეოზე გამოვლისა და მისი გამარჯვების შემდგომ, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდშიც გაზეთი ვერ ამბობდა უარს მმართველი ძალის ბერკეტების გამამყარებლის ფუნქციაზე. ,,ასრულდა ხალხის ნება” – ასეთი ფრაზებით ეგებება უნივერსიტეტის გაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს სამივე პრეზიდენტის არჩევას.
1992 წლის თბილისის სისხლიანი მოვლენების ხსენებისას გაზეთი უნივერსიტეტის ოფიციალურ პოზიციას მეტ-ნაკლებად ავლენს: ,,ამჟამად ყოფილი პრეზიდენტის მომხრეთა უაზრო სიჯიუტე, ერის სასიცოცხლო ინტერესების არად ჩაგდება, ახალი მასშტაბების ნგრევისა და ხანძრის საშიშროებას გვიქადის. ქართველებო, შეჩერდით. სამოქალაქო ომი ჩვენი გადაშენების წინა დღედ იქცევა. სიმშვიდე, მიტევება, ურთიერთის სიყვარული თუ გვიხსნის ახლა” – წერს გაზეთი 1992 წლის ინავრის ნომრის პირველსავე გვერდზე და სამძიმარს უცხადებს ძმათა ომში დაღუპულთა ოჯახებს. იანვრის გაზეთის რამდენიმე ნომრის გამოსვლის შემდეგ, მასში შუქდება ედუარდ შევარდნაძის უნივერსიტეტში სტუმრობა, რომელსაც უნივერსიტეტი ოვაციებით შეხვდა.
კორუფციის ჭაობად და სტაგნაციის ხანად შეფასებულ შევარდნაძის მმართველობას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა არ დაპირისპირებია – ეს სულისკვეთება ჩანს სწორედ უნივერსიტეტის გაზეთში 2002-2003 წლებში, როდესაც საერთოდ არ არის გაზეთის ფურცლებზე საუბარი მაშინდელი რეფორმატორების _ სააკაშვილის, ჟვანიასა და ბურჯანაძის პოლიტიკურ კამპანიაზე. შევარდნაძის მოღვაწეობის ბოლო ეტაპზე უკონტროლო დემოკრატიის პირობებში გამოცემულ უნივერსიტეტის გაზეთს აშკარად ემჩნევა გათამამება.
ვარდების რევოლუციის პირველივე დღეებში უნივერსიტეტში შემოჭრილი ორგანიზაცია ,,კმარა” და მისი ორგანიზატორი თითს უქნევდა ,,დეკნებს”. საუნივერსიტეტო საზოგადოება მღელვარებამ მოიცვა, რომლის დასაშოშმინებლადაც უნივერსიტეტში მოსული მიხეილ სააკაშვილი ასეთ პირობას დებს: უნივერსიტეტი არის დამოუკიდებელი ავტონომიური ერთეული, არის თავისუფალი და მე ვიქნები ამ თავისუფლების დარაჯი. ეგრეთწოდებული ბოლშევიზმი, ხუნვეიბინობა და მიხტომები აღარ იქნება. თუ კვლავ იქნება ,,კმარასნაირი” შემოჭრები, შემატყობინეთ და ცოცხით თვითონ მე გავხვეტავ”. მიხეილ სააკაშვილს მაშინ შეახსენეს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტონომია ჯერ კიდევ 1990 წლის 8 თებერვალს აღდგა. – ასე ასახა 2003 წლის ნოემბრის მოვლენების ქრონიკა უნივერსიტეტის გაზეთმა. გაზეთის რედაქცია თავისუფლებას ზეიმობდა, საუნივერსიტეტო საზოგადოება კი კიდევ ერთხელ ანგარიშგასაწევ ძალად საკუთარი თავის დემონსტრირებას. უნივერსიტეტმა მაშინ რექტორი შეინარჩუნა.
ჯერ კიდევ 1994 წელს დაწყებულ უმაღლესი განათლების რეფორმას, რაც სამსაფეხურიან სწავლებაზე გადასვლას ითვალისწინებდა (გაზეთში ამის შესახებ ფართო დისკუსია იყო გაშლილი), მოჰყვა საუნივერსიტეტო რეფორმა, რომელიც საკადრო ცვლილებებსაც გულისხმობდა. ამ ფაქტს გაზეთი არ ეხმაურება. გიორგი ხუბუას უნივერსიტეტში რექტორად მოსვლის შემდეგ, 2006 წლის მაის-ივნისში, უნივერსიტეტიდან პროფესორთა ნაწილი დაითხოვეს, ნაწილმა კი პროტესტის ნიშნად აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსებში არ მიიღო მონაწილეობა. ამ პერიოდში გაზეთი მხოლოდ ბრძანებებისა და კონკურსების პირობების გამოქვეყნებით შემოიფარგლა. მეამბოხე პროფესურის გამოსვლები, სიტუაციის განსამუხტად უნივერსიტეტის ეზოში პოლიციის დასადგურებაც გაზეთის ფურცლებს მიღმა დარჩენილი ისტორიაა.
2006 წლის სექტემბრიდან რექტორმა გაზეთის ჯერ კონსულტანტად, შემდეგ კი რედაქტორად ნინო კაკულია მოიწვია. ახალი რედაქტორის რეკომენდაციით, რედაქციაში სამუშაოდ კონკურსის წესით შეირჩნენ ჟურნალისტები, რომლებიც გაზეთის ძირითადი აქტორები გახდნენ. გაზეთმა შეინარჩუნა სახელწოდებად ,,თბილისის უნივერსიტეტი” და ახალი კონცეფციის შედეგად იცვალა სახე, მიმართულება და სტილი.