თსუ გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" ტექნიკური რედაქტორი manana.jurkhadze@tsu.ge
1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სრული კურსი ფილოლოგის სპეციალობით.
1980 წლიდან დღემდე მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთში ,,თბილისის უნივერსიტეტი“ სხვადასხვა თანამდებობაზე. 1987 წლიდან იყო გაზეთის კორესპონდენტი, რომელსაც გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია თუ ინტერვიუ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებზე. 1995 წლიდან მუშაობდა რედაქტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად და სტილისტ-კორექტორად. 2007 წლიდან არის გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ ტექნიკური რედაქტორი, რომლის ძირითადი საქმიანობაა საგაზეთო სტატიების სტილსა და კორექტურაზე მუშაობა და გაზეთის მთავარი რედაქტორისთვის საორგანიზაციო საქმეების მოგვარებაში ხელშეწყობა. გაზეთ ,,24 საათში“ გამოქვეყნდა მასთან ინტერვიუ, რომელიც კარგად ხსნის მის გატაცებას კინო-ხელოვნებისადმი.