თსუ გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" ჟურნალისტი tamar.maruashvili@tsu.ge
დაიბადა 1969 წლის 5 ნოემბერს ქ. თბილისში. 1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სრული კურსი ჟურნალისტის სპეციალობით.
1992-1994 წლებში დააარსა სტუდენტურ-ახალგაზრდული გაზეთი `დებიუტი~, სადაც ასრულებდა მთავარი რედაქტორის მოვალეობას, ამავე წლებში მუშაობდა BNBBNB-სთან არსებულ ახალგაზრდა შემოქმედთა, მეცნიერთა და ბიზნესმენთა საერთაშორისო ცენტრის გენერალურ დირექტორად. 1998-2000 წლებში მუშაობდა საერთაშორისო სამეცნიერო პოპულარულ ჟურნალ "მიკრო-მაკრო ეკონომიკაში" ფისკალური პოლიტიკის განყოფილების რედაქტორად. ამავე წლებში იყო `დილის გაზეთის~ საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების რედაქტორი, 1998-2005 წლებში მუშაობდა გაზეთ `საქართველოს რესპუბლიკის~ კორესპოდენტად. 2005-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში ადმინისტრატორ-მენეჯერად.
2008 წლიდან დღემდე მუშაობს თსუ-ის გაზეთ `თბილისის უნივერსიტეტის~ ჟურნალისტად.
მონაწილეობდა სხვადასხვა სახის სემინარებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში.
1999-2000 წლებში გაიარა აშშ. საერთაშორისო რესპუბლიკელთა ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტის ქალბატონ მარგარეტ ჰ.სალივანის სრული კურსი მაღალპროფესიული პრესსამსახურის ჩამოყალიბებისა და დაგეგმარების საკითხებზე.