2013-02-07

ინფორმაცია დაზღვევის შესახებ

გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სადაზღვევო კომპანია ,,ირაო“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თსუ საშტატო განრიგით გათვალისწინებული აკადემიური და ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალი, მრჩეველთა საბჭოს წევრები, თსუ ემერიტუსები და გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტები 2013 წლის 7 თებერვლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით. მომსახურების საფასურის ანაზღაურება ხორციელდება თსუ ბიუჯეტიდან.

ხელშეკრულებით მოწვეულ და შემოერთებული ინსტიტუტების 65 წლამდე ასაკის პერსონალს შეუძლია ისარგებლოს კომპანიის მომსახურებით, რისი საფასურიც (31 ლარი და 22 თეთრი) დაიქვითება ხელფასიდან. უნივერსიტეტის თანამშრომლებს (როგორც საშტატო თანამდებობაზე დასაქმებულებს, ასევე შტატგარეშე თანამშრომლებს) საშუალება ეძლევათ დააზღვიონ ოჯახის წევრები (მეუღლე და შვილები ასაკის შეუზღუდავად, მშობლები 65 წლამდე), ამ შემთხვევაშიც შესაბამის თანხას იხდის მსურველი. ჩამოთვლილი მომსახურების მისაღებად მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2013 წლის 4 მარტისა (დაზღვევა ძალაში შევა 2013 წლის 7 მარტიდან). დაზღვევის მსურველებმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობის ასლი; ოჯახის წევრების დაზღვევის შემთხვევაში – ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ქორწინების ან ჯვრისწერის მოწმობა, დაბადების მოწმობა) ასლები.
დაზღვეულებს ოჯახის ექიმები მოემსახურებიან დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში (აბულაძის ქ. 20) და კლინიკა ნიუმედში (მარიჯანის ქ.4).
ექიმთან ვიზიტამდე დაზღვეული უნდა დაუკავშირდეს სადაზღვევო კომპანიის სადღეღამისო ცხელ ხაზს – 2-949-949;

სადაზღვევო პაკეტი


P.S. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ხელშეკრულება ( დანართი) ან მიმართეთ პერსონალის მართვის მთავარ სპეციალისტს ია ბაღაშვილს. (577 244 123)
Print

« იხ. ყველა სიახლე