დეპარტამენტის საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
-
დეპარტამენტის ძირითადი საქმიანობის სფეროა უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ეფექტური სისტემის შექმნა, საზოგადოებასთან სხვადასხვა სახის აქტიური ურთიერთობა, მათ შორის თანამშრომლობა, ასევე უნივერსიტეტისა და მასში მიმდინარე მოვლენების საზოგადოების წინაშე ობიექტურად წარმოჩენა.
-
დეპარტამენტის ამოცანებია:
- უზრუნველყოს უნივერსიტეტის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში პოპულარიზაცია;
- უზრუნველყოს სასწავლო-სამეცნიერო პროცესების, დაგეგმილი ან განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიებების საჯაროობა;
- უზრუნველყოს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებების, ბრძანებებისა და სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა ყველა დაინტერესებული პირთათვის.
-
დეპარტამენტის ფუნქციებია:
- შიდასაუნივერსიტეტო კომუნიკაციების უზრუნველყოფა;
- სახელისუფლებო სტრუქტურებთან, სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება;
- უნივერსიტეტის ფაკულტეტების, მათი საქმიანობის, ასევე აკადემიური პერსონალის პოპულარიზაცია;
- საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების რექტორთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრის დაგეგმვა - განხორციელება;
- საჭიროებისამებრ პრესკონფერენციების, საგანგებო ბრიფინგების, ინტერვიუების, ასევე სემინარების და ტრეინინგების ორგანიზება;
- განხორციელებული პროექტების შეფასება და შედეგების მიხედვით მომდევნო ღონისძიებების დაგეგმვის გაუმჯობესება;
- შემოსული პროექტების განხილვა და მათი განხორციელების ან განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
- უნივერსიტეტის ვებ-გვერდის მართვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსება.
- უნივერსიტეტის სახელით ოფიციალური მიმართვებისა და განცხადებების გამოქვეყნება;
- უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურების მიერ უნივერსიტეტის ლოგოს გამოყენებაზე, საიმიჯო ბეჭდვითი მასალის და სხვა ატრიბუტიკის დამზადების პროცესის კოოორდინაცია.
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა საქმიანობის განხორციელება , რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას , უნივერსიტეტის წესდებას და წინამდებარე დებულებას .
დებულება