2011-04-27

კიევ-მოჰილას აკადემიის ლექტორის, ვოლოდიმირ იშჩენკოს საჯარო ლექცია თემაზე: პროტესტები, დათმობები და რეპრესიები უკრაინაში

პრეს-რელიზი

ვოლოდიმირ იშჩენკოს საჯარო ლექცია

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზებული საჯარო ლექციების ციკლის გაზაფხულის სესიის ფარგლებში 27 აპრილს 17.00 სთ-ზე თსუ-ს მეორე კორპუსში (III სართული, CSS-ის ბიბლიოთეკა, აუდიტორია №336) შედგება კიევ-მოჰილას აკადემიის ლექტორის, ვოლოდიმირ იშჩენკოს საჯარო ლექცია თემაზე:

პროტესტები, დათმობები და რეპრესიები უკრაინაში

ლექციაზე დასწრება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის. სამუშაო ენა - ინგლისური

ვოლოდიმირ იშჩენკო არის კიევ-მოჰილას აკადემიის ეროვნული უნივერსიტეტის სოციოლოოგიის დეპარტამენტიის ლექტორი. ის არის საზოგადოების კვლევის ცენტრის პროექტის „უკრაინული პროტესტი და მონაცემები იძულების შესახებ“ დირექტორი; ჟურნალის „სოციალური კრიტიკა“ რედაქტორი.

საჯარო ლექციაზე წარმოდგენილ საკითხებში ვოლოდიმირ იშჩენკო  გამოხატავს მხოლოდ საკუთარ სამეცნიერო ხედვას. ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.

GEO; ENG.
« იხ. ყველა ანონსი