2012-05-31

თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის მოადგილეს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება

31 მაისს,  15.30 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის მოადგილე, მთავრობის მდივანი ბულენტ არინჩი და თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი ცნობილი თურქი პოეტის იანუს ემრეს კულტურის ცენტრს გახსნიან. რის შემდეგაც, თსუ პირველ კორპუსში  თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის მოადგილეს, მთავრობის მდივანს ბულენტ არინჩის  თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.  ღონისძიებას თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენთ მურათ ბურჰანი, თსუ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრებიან.

მისამართი: 15.30 სთ. - ი.ჭავჭავაძის გამზ. 36, თსუ მეხუთე კორპუსი
                      16.00 სთ. _ ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი


« იხ. ყველა ანონსი