2017-06-12

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილე ტაო ჯანგი თსუ-ში

12 ივნისს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილე ტაო ჯანგი შეხვდება. შეხვედრაზე გაიმართება დისკუსია თემაზე  „გლობალური ეკონომიკა და სავალუტო ფონდის როლი მსოფლიოში“. სტუდენტებთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ტაო ჯანგს დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან  გიორგი კვირაკაშვილთან და სხვა უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებთან.

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია








« იხ. ყველა ანონსი