2017-11-03

წიგნის - „პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და სახელმწიფოს ვალდებულებები“ პრეზენტაცია

3 ნოემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის „ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და სახელმწიფოს ვალდებულებები“ პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნი გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ. წიგნის ავტორია თსუ-ის პროფესორი კონსტანტინე კორკელია და სამართლის ექსპერტი, ბესარიონ ბოხაშვილი.

ღონისძიებას საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, პარლამენტის წევრები, სამინისტროების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

წიგნში განხილულია პირად და ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ევროპული სტანდარტები, დეტალურად მიმოხილულია სახელმწიფოს ვალდებულებები ამ უფლებებთან დაკავშირებით და გამოთქმულია მოსაზრებები როგორ შეიძლება დაიხვეწოს საქართველოს კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა.

წიგნის გამოცემა დაფინანსებულია გერმანული ორგანიზაცია IRZ-ისა და საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის მიერ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი