2018-12-18

კონფერენცია - ,,უმაღლესი სამედიცინო განათლება უნივერსიტეტში - დაარსების 100 წლის ისტორია და გლობალური გამოწვევები’’

18 დეკემბერს, 16:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით კონფერენცია - ,,უმაღლესი სამედიცინო განათლება უნივერსიტეტში - დაარსების 100 წლის ისტორია და გლობალური გამოწვევები’’ გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, პროფესორი დევიდ გორდონი.

ღონისძიება ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების და საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების დაწყების 100 წლისთავს.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, II სართული, მუზეუმი.
 


« იხ. ყველა ანონსი