2013-03-25

ლექცია-ტრენინგი სამოქალაქო თავდაცვის თემაზე

25 მარტს, 11.00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამოქალაქო თავდაცვის თემაზე ფართო ლექცია-ტრენინგი ჩატარდება. ლექციაზე სტიქიური მოვლენების, ხანძრის შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაციის, სტიქიასთან ბრძოლის წესები განიხილება.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ უსაფრთხოების სამსახური და თბილისის მერიის სსიპ საგანგებო  და გადაუდებელი მართვის სააგენტო.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი