2017-09-12

მარიამ ლორთქიფანიძის 95 წლის იუბილე

12 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნება.

იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ფილმების - „ისტორიამ რა ჰქმნა“ და „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ ჩვენება მოეწყობა.

13.00 საათზე, შოთა რუსთაველის დარბაზში (B კორპუსი, 0 სართული) საზეიმო მიღება გაიმართება, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და მარიამ ლორთქიფანიძეს სამახსოვრო საჩუქარს გადასცემს.

მისამართი: საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლე, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი, C კორპუსი, მე-5 სართული


« იხ. ყველა ანონსი