2016-11-22

სტუდენტთა სამეცნიერო წრის სხდომა

22 ნოემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის სხდომა. მოწვეული პროფესორი, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი კონსტანტინე (კიაზო) ფიცხელაური წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: "ახალი ცივილიზაციები აღმოსავლეთ საქართველოში".

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.#1, თსუ პირველი კორპუსი, 201-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი